ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

sniff II verb
[snɪf]
ბეჭდვა

1. ცხვირის სრუტუნი (ასრუტუნებს), დასრუტუნება (სურდოს / გაცივების დროს, ტირილისას და მისთ.); stop sniffing and blow your nose მორჩი სრუტუნს და ცხვირი მოიხოცე; we all had colds and couldn't stop sniffing and sneezing ყველანი გაცივებულნი ვიყავით და სულ ცხვირის სრუტუნი და ცხვირის ცემინება გვქონდა;

2. (at) ცხვირით ჰაერის შესუნთქვა (˂შე˃ისუნთქავს) / შეყნოსვა (სუნის შესაგრძნობად); რისამე დასუნვა, დაყნოსვა; "I can smell gas," he said, sniffing the air "გაზის სუნი მცემს", თქვა მან ცხვირით ჰაერის შესუნთქვის შემდეგ; she sniffed the heavy perfume of the lilies ქალმა შროშანების მძლავრი არომატი შეისუნთქა / შეიყნოსა; the dog sniffed at my shoes ძაღლმა ჩემი ფეხსაცმელები დასუნა / დაყნოსა; to sniff glue წებოს ყნოსვა (ითქმის ტოქსიკომანის შესახებ); to sniff cocaine კოკაინის შესუნთქვა / შეყნოსვა (ითქმის ნარკომანის შესახებ);

3. 1) უკმაყოფილო ან საყვედურის ტონით ლაპარაკი (ლაპარაკობს) ან რისამე თქმა; "is that all?" she sniffed "სულ ეს არის?" თქვა მან უკმაყოფილოდ;

2) (at) რაიმეზე დამცინავად ლაპარაკი (ლაპარაკობს, ილაპარაკებს); რისამე დაწუნება, უარყოფა; he sniffed at my choice of restaurants and suggested his own favourite მან ჩემ მიერ არჩეული რესტორნები დაიწუნა და თავის საყვარელ რესტორანში წასვლა შემომთავაზა;

to sniff around საუბ. ʘ დაეძებს (განსაკ. რაიმე ფარულს, საიდუმლოს); დაძრწის (რაიმე ფარულის, საიდუმლოს შესატყობად); to sniff out 1) ყნოსვით რისამე პოვნა (იპოვის) / მიგნება (ითქმის ძაღლის და მისთ. შესახებ); a customs officer came round with a dog to sniff out drugs საბაჟოს თანამშრომელმა ძაღლი მოიყვანა ყნოსვით ნარკოტიკების საპოვნელად;

2) საუბ. რისამე პოვნა (იპოვის), გამოჩხრეკა; რისამე გამორკვევა, გამოკვლევა, გაგება; journalists are good at sniffing out a scandal ჟურნალისტებს სკანდალების გამოჩხრეკა ეხერხებათ; he's been trying to sniff out where you went last night იგი ცდილობს გამოარკვიოს / გაიგოს, სად წახვედი გუშინ ღამით; to sniff round = to sniff around;

not to be sniffed at საუბ. მნიშვნელოვანი, სერიოზული, ანგარიშგასაწევი; არცთუ სახუმარო; in those days, $20 was not a sum to be sniffed at იმ დროისათვის 20 დოლარი სერიოზული / არცთუ მცირე თანხა იყო.

sniff I sniffer dog

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0398