ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

smooth III verb
[smu:ð]
ბეჭდვა

1. რისამე გასწორება (˂გა˃ასწორებს); რისამე ზედაპირის გასწორება / მოსწორება; she smoothed her skirt and sat down მან ქვედატანი გაისწორა და დაჯდა; she smoothed back her hair ქალმა თმა უკან გადაიწია / გადაივარცხნა; he smoothed out the newspaper მან გაზეთი გაასწორა; smooth down all the surfaces before you start painting სანამ შეღებვას დაიწყებდეთ, ყველა ზედაპირი მოაგლუვეთ;

2. (on, over) წასმა (˂წა˃უსვამს); smooth the icing over the top of the cake ნამცხვარს თავზე შაქრის ფხვნილის სარკალა წაუსვით; she smoothed suntan lotion over her legs მან ფეხებზე მზეზე გასარუჯი ლოსიონი წაისვა;

to smooth over მოგვარება (˂მო˃აგვარებს), გამოსწორება (პრობლემისა, უთანხმოებისა, სიტუაციისა და მისთ.); these disputes were smoothed over ეს დავები მოგვარდა; she spoke to both sides in the dispute in an attempt to smooth things over სიტუაციის მოსაგვარებლად / ჩასაწყნარებლად, იგი დავაში ჩაბმულ ორივე მხარეს ესაუბრა;

to smooth one's ruffled feathers იხ. feather I ; smooth the path / way / რაიმესთვის გზის გაკვალვა / ნიადაგის მომზადება; რისამე პროგრესის / განვითარების გაიოლება; these negotiations are intended to smooth the path to a peace treaty ეს მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად არის გამიზნული.

smooth II smoothbore

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0115