ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

smoke II verb
[sməʊk]
ბეჭდვა

1. თამბაქოს მოწევა (მოსწევს, ეწევა); do you smoke? თამბაქოს ეწევი? do you mind if I smoke? წინააღმდეგი ხომ არ იქნები, თამბაქო რომ მოვწიო? he was smoking a large cigar იგი დიდ სიგარას ეწეოდა; how many cigarettes do you smoke a day? დღეში რამდენ სიგარეტს ეწევი?

2. ბოლვა (ბოლავს), ხრჩოლვა; ბოლის / კვამლის გამოყოფა; the oil in the pan started to smoke ტაფაზე დასხმულმა ზეთმა ბოლვა დაიწყო / ბოლი აუშვა; smoking factory chimneys მბოლავი / მხრჩოლავი ქარხნის მილები; the smoking remains of burnt-out cars დამწვარი მანქანების მბოლავი ნარჩენები;

3. შებოლვა (˂შე˃ბოლავს); ბოლით / კვამლით დამუშავება [იხ. აგრ. smoked];

to smoke out 1) შებოლებით / კვამლის შეხრჩოლებით საიდანმე გამოდევნა (გამოდევნის) / გამოგდება; to smoke out wasps from a nest შებოლებით ბუდიდან კრაზანების გამოდევნა; we will fire the roof and smoke him out სახურავს ცეცხლს წავუკიდებთ და გარეთ გამოვდევნით / ვაიძულებთ, გარეთ გამოვიდეს;

2) გამოვლენა (˂გამო˃ავლენს), გამომჟღავნება, სააშკარაოზე გამოყვანა (დამნაშავისა და მისთ.); an operation to smoke out double agents ოპერაცია ორმაგი აგენტების გამოსავლენად / სააშკარაოზე გამოსაყვანად; the police are determined to smoke out the leaders of the gang პოლიციას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ბანდის ლიდერების აღმოჩენა / სააშკარაოზე გამოყვანა;

smoking gun საუბ. "მბოლავი პისტოლეტი", კვალი, ნიშანი (განსაკ. რაიმე დანაშაულებრივი ქმედებისა).

smoke I smoke agent

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0487