ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

smash II verb
[smæʃ]
ბეჭდვა

1. ნაწილებად დამტვრევა (˂და˃ამტვრევს; ˂და˃იმტვრევა), დამსხვრევა; vandals had smashed all the windows ვანდალებს / ხულიგნებს ყველა ფანჯარა გაეტეხათ / ჩაემსხვრიათ; he smashed the radio to pieces მან რადიო სულ ნაწილებად დაამტვრია; the glass bowl smashed into a thousand pieces მინის თასი ათას ნატეხად დაიმსხვრა;

2. დაჯახება (˂და˃აჯახებს; ˂და˃ეჯახება), შეჯახება, მინარცხება; დახეთქება, რაიმესთვის რისამე დარტყმა / მირტყმა; the sound of waves smashing against the rocks ხმა ტალღებისა, კლდეებს რომ ენარცხებიან / ეხეთქებიან; the car smashed into a tree მანქანა ხეს დაეჯახა; he smashed his fist down on the desk მან საწერ მაგიდაზე მუშტი დაარტყა / დააბრახუნა;

3. გატეხა (˂გა˃ტეხს), გამტვრევა; რაიმეში ხვრელის, გასასვლელის ან გზის გაჭრა, გაკაფვა და მისთ.; they had to smash holes in the ice ყინულში ხვრელების ამოტეხა / გაჭრა მოუხდათ; the elephant smashed its way through the trees სპილო ხეებში გზას მიიკაფავდა / ხეების მტვრევით გზას მიიკვლევდა; we had to smash the door open მის გასაღებად კარის გატეხა / შემტვრევა მოგვიხდა; they had smashed through a glass door to get in შიგნით შესაღწევად მინის კარი გაემტვრიათ;

smash I smattering

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0461