1. ბრახუნი, ჯახუნი, ჭახანი; დაჯახების, დარტყმის, რისამე მსხვრევის / მტვრევის და მისთ. ხმა; he heard the smash of glass მან მინის მსხვრევის ხმა გაიგონა; the cup hit the floor with a smash ფინჯანი ჭახანით დაენარცხა იატაკს და დაიმსხვრა; the cars collided with a loud smash მანქანები ხმამაღალი ჯახუნით / ჭახანით შეასკდნენ ერთმანეთს; 
2. შეჯახება (ავტომანქანებისა, მატარებლებისა); ავარია, კატასტროფა; young boy hurt in car smash ავტოავარიის დროს დაშავებული პატარა ბიჭი; 
3. უპირატ. საუბ. ძლიერი დარტყმა; 
4. სპორტ. სმეში, მაღალი ბურთის დარტყმა, თავზემო დარტყმა (
ჩოგბურთი, ბადმინტონი და მისთ.); 
5. (აგრ. smash hit) საუბ. ჰიტი, პოპულარული სიმღერა, პიესა, ფილმი და მისთ.; a box-office smash კინოჰიტი (რომელსაც "სალაროს" წარმატება აქვს / რომლის სანახავადაც კინოთეატრში ბევრი მაყურებელი მიდის); 
6. სლ. ხურდა ფული; მონეტები.