1. 1) მძაფრად ტკივილი (სტკივა); his eyes were smarting from the smoke კვამლისგან თვალები სტკიოდა / ეწვოდა; her legs were scratched and smarting მას ფეხები დაკაწრული ჰქონდა და სტკიოდა;
2) ძლიერ ტკენა (ატკენს), მძაფრი ტკივილის მიყენება; a nettle sting smarts ჭინჭრის მსუსხავი ბუსუსი ტკივილს იწვევს / ტკენს;
2. ძლიერი სულიერი ტკივილის განცდა (განიცდის), ტანჯვა; ʘ შეწუხებულია, აღელვებულია (შეურაცხყოფის, კრიტიკის, ხელის მოცარვის და მისთ. შედეგად); he smarted under their abuse მათ მიერ მიყენებულმა შეურაცხყოფამ ძლიერი სულიერი ტკივილი / ტანჯვა განაცდევინა; she was still smarting from the insult შეურაცხყოფისგან მიყენებული (გულის)ტკივილი ქალს ჯერაც არ განელებოდა; the team are still smarting from last week's defeat გუნდის მოთამაშეები ჯერ კიდევ ნერვიულობენ / ჯერაც სულიერი წონასწორობიდან არიან გამოსულნი გასულ კვირას განცდილი დამარცხების გამო;
▭ to smart off უხეშად ან უხამსად ოხუნჯობა (ოხუნჯობს).