![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
1. 1) სუფთა, მოწესრიგებული, ელეგანტური; მოხდენილად ჩაცმული / გამოწყობილი; you look very smart in that suit მაგ კოსტიუმში ძალიან მოხდენილად / ელეგანტურად გამოიყურები [იხ. აგრ. ◇]; 2) სუფთა, მოწესრიგებული, ელეგანტური; მოხდენილი, ტანზე კოხტად მომდგარი (ითქმის ტანსაცმლის შესახებ) a smart black suit ელეგანტური შავი კოსტიუმი; a smart blue dress მოხდენილი / კოხტა ცისფერი კაბა; they were wearing their smartest clothes ისინი თავის საუკეთესო / ყველაზე უფრო ლამაზ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი; 3) ახალი, სუფთა; კოხტა, ლამაზი (ითქმის ნივთის, საგნის და ა.შ. შესახებ); a smart green van ახალთახალი / კოხტა მწვანე ავტოფურგონი; smart new offices სუფთა / კოხტა ახალი ოფისები; 2. მოდური, ფეშენებელური, მდიდრული; smart restaurants ფეშენებელური / მდიდრული რესტორნები; a smart hotel ფეშენებელური სასტუმრო; she mixes with the smart set იგი მდიდარ ხალხში ტრიალებს; 3. 1) ჭკვიანი, გონიერი, საზრიანი; ჭკვიანური, გონივრული; the smart kids get good grades and go off to college ჭკვიანი / გონიერი ბავშვები კარგ ნიშნებს იღებენ და კოლეჯში აბარებენ; he's not smart enough to be a politician პოლიტიკოსობისთვის არასაკმარისად ჭკვიანია / ინტელექტი არ ეყოფა; she's smarter than her brother იგი თავის ძმაზე უფრო ჭკვიანია; his decision to become a director was a smart move მისი გადაწყვეტილება, დირექტორი გამხდარიყო, ჭკვიანური ნაბიჯი / საქციელი იყო; 2) უპირატ. ამერ. აგდებ. თავი ჭკვიანად / ყოვლისმცოდნედ რომ მოაქვს; გამაღიზიანებლად თავდაჯერებული; "ჭკვიანური"; don't get smart with me, young man ჩემთან თავი ყოვლისმცოდნედ ნუ მოგაქვთ, ახალგაზრდავ; he made some smart remark მან რაღაც "ჭკვიანური" შენიშვნა / კომენტარი გააკეთა; |
||||
![]() |
![]() |
|||
| smart I | smart III |