ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია ძველი დიზაინი
Margaliti
Dictionary.ge
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

slosh verb
[slɒʃ]
ბეჭდვა

1. ტყლაშუნი (ტყლაშუნობს), თქაფუნი; თქაფუნით / ხმაურით დინება ან დაღვრა (ითქმის წყლის ან სხვა სითხის შესახებ); the water was sloshing around under our feet ჩვენ ფეხებქვეშ წყალი თქაფუნობდა; water was sloshing about in the bottom of the boat ნავში შემოსული წყალი ფსკერზე ტყლაშუნობდა; he put the glass down hard and beer sloshed over the edge მან მკვეთრად დადგა ჭიქა მაგიდაზე და ლუდი კიდეზე გადმოიღვარა; some of the paint sloshed out of the can თუნუქის ქილიდან ცოტაოდენი საღებავი გადმოიღვარა;

2. ხმაურით ან დაუდევრად რაიმეში ჩასხმა (˂ჩა˃ასხამს) / დასხმა ან დაღვრა (სითხისა); she sloshed coffee into the mugs მან ყავა კათხებში ჩაასხა; he sloshed more wine into her glass ჭიქაში ღვინო ჩაიმატა;

3. ფეხების ტყაპატყუპით სვლა (მიდის) / სიარული ან სირბილი; ʘ დატყაპუნებს (წყალში, ტალახში და მისთ.); we all sloshed around in the puddles ყველანი გუბეებში დავტყაპუნებდით.

sloppy joe sloshed

მეზობელი სიტყვები
უკანასკნელი დამატებები
სხვა ლექსიკონები