1. გასრიალება (˂გა˃სრიალდება, ˂გა˃უსრიალდება), მოსრიალება, მოცურება (გლუვ ან სველ ზედაპირზე); she slipped over on the ice and broke her leg ყინულზე ფეხი გაუსრიალდა, დაეცა და ფეხი მოიტეხა; as I ran up the stairs, my foot slipped and I fell როდესაც კიბეებზე ავრბოდი, ფეხი გამისრიალდა და დავეცი;
2. ხელიდან გასრიალება (˂გა˃სრიალდება, ˂გა˃უსრიალდება) / დასხლტომა; სწორი ან საჭირო პოზიციიდან ჩამოსრიალება / ჩამოცურება; this hat's too big. It keeps slipping down over my eyes ეს ქუდი მეტისმეტად დიდი მაქვს. სულ თვალებზე მიცურდება / ჩამომდის; the glass slipped out of my hand and smashed on the floor ჭიქა ხელიდან გამისრიალდა, იატაკს დაენარცხა და დაიმსხვრა; the fish slipped out of my hand თევზი ხელიდან გამისხლტდა;
3. სწრაფად, უჩუმრად ან მალულად სვლა (მიდის) / გადაადგილება; ʘ მიიპარება; while everyone was dancing we slipped away and went home სანამ ყველანი ცეკვავდნენ, გამოვიპარეთ და შინ წავედით; she slipped to the door and peeped in იგი კართან მიიპარა და შიგნით შეიჭვრიტა; she slipped out of the house before the others were awake სანამ სხვები გაიღვიძებდნენ, იგი სახლიდან უჩუმრად გამოვიდა / გამოიპარა; the ship slipped into the harbour at night გემი ნავსადგურში ღამით შევიდა უჩუმრად; she knew that time was slipping away ხატოვნ. მან იცოდა, რომ დრო გარბოდა / სწრაფად გადიოდა;
4. სწრაფად, უჩუმრად
ან მალულად
რისამე სადმე დადება (
˂და
˃დებს), ჩადება,
ვინმესთვის მიცემა
და ა.შ.; she picked up the money and slipped it into her pocket მან
ძირს დავარდნილი ფული აიღო და ჯიბეში ჩაიცურა / უჩუმრად ჯიბეში ჩაიდო; I slipped him a tenner to keep quiet მე მას ჩუმად ათდოლარიანი მივეცი, რათა ჩუმად ყოფილიყო; I managed to slip a few jokes into my speech ჩემს სიტყვაში / გამოსვლაში რამდენიმე ოხუნჯობის ჩართვა მოვახერხე;
5. 1) (into, on) სწრაფად, იოლად ჩაცმა (˂ჩა˃იცვამს); to slip into a dress ʘ კაბა სწრაფად ჩაიცვა; to slip one's shoes on ʘ ფეხსაცმელები სწრაფად ჩაიცვა;
2) (out of, off) სწრაფად, იოლად გახდა (˂გა˃იხდის); I slipped off my shoes სწრაფად გავიხადე ფეხსაცმელები; to slip out of a dress ʘ კაბა სწრაფად გაიხადა;
6. დაკლება (˂და˃იკლებს), შემცირება, დაქვეითება; გაუარესება; his popularity slipped further after a series of scandals მთელი რიგი სკანდალების შემდეგ მისმა პოპულარობამ კიდევ უფრო იკლო; productivity in the factory has slipped quite noticeably in the last year გასულ წელს ფაბრიკის მწარმოებლობამ საგრძნობლად იკლო;
▭ to slip away გაქრობა (˂გა˃ქრება); არსებობის შეწყვეტა;
to slip out წამოცდენა (წამოსცდება); I didn't intend to tell them. It just slipped out მათთვის თქმას არ ვაპირებდი. თავისით წამომცდა;
to slip up საუბ. შეცდომის დაშვება (˂და˃უშვებს); we can't afford to slip up შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს; they often slipped up when it came to spelling მათ ხშირად მოსდიოდათ შეცდომები, როდესაც საქმე მართლწერაზე მიდგებოდა ხოლმე;
◇ to let slip smth. ʘ წამოსცდა; უნებლიეთ გამხელა / გათქმა (რაიმე ფარულისა ან დასამალისა); I happened to let it slip that he had given me £1 000 for the car ისე მოხდა, რომ წამომცდა, მას ჩემთვის მანქანაში 1 000 გირვანქა სტერლინგი რომ ჰქონდა მოცემული; she tried not to let slip what she knew იგი ცდილობდა, არ წამოსცდენოდა / უნებლიეთ არ გაემხილა რაც იცოდა; to let smth. slip (through one's fingers) რისამე ხელიდან გაშვება / არგამოყენება; don't let the chance to work abroad slip through your fingers საზღვარგარეთ მუშაობის შანსს ხელიდან ნუ გაუშვებ; to slip one's mind ʘ რაიმე თავიდან / მეხსიერებიდან ამოუვარდა; რაიმე დაავიწყდა, გადაავიწყდა; I meant to buy some milk, but it completely slipped my mind ცოტაოდენი რძის ყიდვას ვაპირებდი, მაგრამ სულ გადამავიწყდა / სულ ამომივარდა თავიდან.