ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

slam verb
[slæm]
ბეჭდვა

1. ხმაურით / ჯახუნით დახურვა (˂და˃ხურავს; ˂და˃იხურება), მიჯახუნება (ითქმის კარის, ფანჯრის, დარაბის და სხვ. შესახებ); I heard the front door slam გავიგონე, როგორ დაჯახუნდა / ხმაურით როგორ დაიხურა სადარბაზო შესასვლელის კარი; a window slammed shut in the wind ქარისაგან ფანჯარა ჯახუნით დაიხურა; he stormed out of the house, slamming the door as he left იგი სახლიდან გავარდა და კარი გაიჯახუნა / მიიჯახუნა; she slammed the lid shut მან ყუთის თავსახური ხმაურით დახურა; she slammed her book shut and rushed out of the room მან თავისი წიგნი ხმაურით დახურა და ოთახიდან გავარდა [შდრ. აგრ. 2];

2. ხმაურით დაგდება (˂და˃აგდებს), დახეთქება, მინარცხება; she slammed down the phone angrily მან გაბრაზებულმა დაახეთქა ტელეფონი; he slammed the book down on the table and stormed out მან წიგნი მაგიდაზე დააგდო / დაახეთქა და გარეთ გავარდა [შდრ. აგრ. 1]; he slammed the brakes on when a child ran in front of his car მან მკვეთრად დაამუხრუჭა, როდესაც მის მანქანას წინ ბავშვმა გადაურბინა;

3. მკაცრად გაკრიტიკება (˂გა˃აკრიტიკებს); local media slammed plans to build a prison in the area ადგილობრივმა მედიამ ამ რაიონში ციხის აგების გეგმები გააკრიტიკა;

to slam against = to slam into;

to slam into დაჯახება (˂და˃აჯახებს; ˂და˃ეჯახება), დატაკება; all 155 passengers died instantly when the plane slammed into the mountain 155-ვე მგზავრი მყისიერად / მომენტალურად დაიღუპა, როდესაც თვითმფრინავი მთას შეეჯახა.

slalom slam-dunk

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0124