1. ესკიზი, ჩანახატი, მონახაზი; he drew a rough sketch of the new building on the back of an envelope კონვერტის უკანა მხარეზე მან ახალი შენობის უხეში მონახაზი გააკეთა; the artist is making sketches for his next painting მხატვარი თავისი მორიგი ფერწერული ტილოსათვის ესკიზებს აკეთებს;
2. სკეტჩი, მოკლე, უპირატ. კომიკური შინაარსის პიესა (თეატრში, ტელევიზიაში); the drama group did a sketch about a couple buying a new car დრამატულმა ჯგუფმა წარმოადგინა სკეტჩი ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომელიც ახალ მანქანას ყიდულობს; her TV programme is made up of a series of comic sketches მისი ტელეგადაცემა კომიკური სკეტჩების სერიისაგან შედგება;
3. ნარკვევი; მოკლე მიმოხილვა; a brief sketch of the main weaknesses of the British economy მოკლე ნარკვევი ბრიტანეთის ეკონომიკის მთავარ სისუსტეთა შესახებ; a biographical sketch of the Prime Minister ბიოგრაფიული ნარკვევი პრემიერ-მინისტრის შესახებ; a thumbnail sketch of topics treated in depth elsewhere უფრო დეტალურად / სიღრმისეულად სხვა ადგილას განხილული თემების მოკლე მიმოხილვა / აღწერა.