ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

skeletal adjective
[ʹskɛlətl]
ბეჭდვა

1. სპეც. ჩონჩხისა, ჩონჩხთან დაკავშირებული; a skeletal muscle ანატ. ჩონჩხის კუნთი; he suffered serious skeletal injuries in the accident ავარიის დროს მან ჩონჩხის ძვლების სერიოზული მოტეხილობები მიიღო; police discovered the skeletal remains of a corpse buried near the river პოლიციამ მდინარის ახლოს დამარხული გვამის ძვლოვანი ნაშთები იპოვა;

2. ჩონჩხისებრი, ჩონჩხის მსგავსი; skeletal figures dressed in rags გაძვალტყავებული ადამიანები, რომლებსაც ძონძები აცვიათ; her body was skeletal მისი სხეული ძალზე გამხდარი იყო / ძვლებზე იყო დასული;

3. ზოგადი, სქემატური; he has written only a skeletal plot for the book so far მას ჯერჯერობით მხოლოდ წიგნის სიუჟეტის სქემატური მონახაზი აქვს დაწერილი; the newspaper report gave only a skeletal account of the debate საგაზეთო ცნობაში ამ დავის მხოლოდ ზოგადი / სქემატური ანგარიში იყო მოყვანილი.

skeldraik, skeldrake skeleton I

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0403