1) (რიცხვი) ექვსი; six and six make twelve ექვსს მივუმატოთ ექვსი უდრის თორმეტს;
2) ექვსიანი (ციფრი; აგრ. figure of six); a sheet of paper with a big six on it ქაღალდის ფურცელი, რომელსაც დიდი ექვსიანი აწერია;
3) : six of ექვსნი; there were six of them ისინი ექვსნი იყვნენ;
4) (ნომერი) ექვსი, მეექვსე (ნომერი); chapter six მეექვსე თავი; Room six მეექვსე ოთახი; on page six მეექვსე გვერდზე;
5) ბანქ. ექვსიანი; six of spades ყვავის ექვსიანი;
6) : double six ორი ექვსიანი, დუშაში (ნარდში, დომინოში);
7) : in sixes ექვს-ექვსად (დაწყობილი);
8) ექვსი წლის ასაკი; he is six ექვსი წლისაა; at six ექვსი წლის ასაკში, ექვსი წლისამ; a girl of six ექვსი წლის გოგონა;
9) ექვსი საათი; he will come at six ექვსზე / ექვს საათზე მოვა; 10) ექვსკაციანი ჯგუფი (ადამიანებისა, მოთამაშეებისა და ა.შ.);
⌇ six books ექვსი წიგნი; six fours are twenty-four ექვსჯერ ოთხი უდრის ოცდაოთხს; six times ექვსჯერ; eighteen is six times as much as three თვრამეტი ექვსჯერ მეტია სამზე; six figures / digits / ექვსნიშნა ციფრი; six-and-twenty, six-and-thirty, etc მოძვ. ოცდაექვსი, ოცდათექვსმეტი და ა.შ.;
◇ at sixes and sevens საუბ. ა) მოუწესრიგებელი; არეულ-დარეული; არაორგანიზებული; ბ) განსხვავებული აზრის / აზრთა სხვადასხვაობის მქონე; რისამე შესახებ რომ ვერ თანხმდება / ვერ თანხმდებიან (ვინმესთან, ერთმანეთთან); they are still at sixes and sevens about this question ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი ჯერაც ვერ შეთანხმებულან / განსხვავებული აზრისანი არიან; to be six feet under საუბ. ʘ მკვდარია; საფლავშია, მიწაშია; to hit / to knock / for six იხ. knock¹ II ◇.