1) (რიცხვი) ექვსი; six and six make twelve ექვსს მივუმატოთ ექვსი უდრის თორმეტს;
2) ექვსიანი (ციფრი; აგრ. figure of six); a birthday card with a big six on it დაბადების დღის მისალოცი ღია ბარათი, რომელსაც დიდი ექვსიანი აწერია;
3) ექვსნი; there were six of them ექვსნი იყვნენ; there are six of us for dinner tonight ამ საღამოს სადილად ექვსნი ვართ;
4) (ნომერი) ექვსი, მეექვსე (ნომერი); chapter six მეექვსე თავი; Room six მეექვსე ოთახი; the answers are on page six პასუხები მეექვსე გვერდზეა მოყვანილი;
5) ბანქ. ექვსიანი; six of spades ყვავის ექვსიანი;
6) double six ორი ექვსიანი, დუშაში (ნარდში, დომინოში);
7) : in sixes ექვს-ექვსად (დაწყობილი);
8) ექვსი წლის ასაკი; he is six იგი ექვსი წლისაა; at six ექვსი წლის ასაკში, ექვსი წლისამ; a girl of six ექვსი წლის გოგონა; my son is six next month მომავალ თვეში ჩემი ვაჟი ექვსი წლისა ხდება / ჩემს ვაჟს ექვსი წელი უსრულდება;
9) ექვსი საათი; he will come at six იგი ექვსზე / ექვს საათზე მოვა;
⌇ six books ექვსი წიგნი; six fours are twenty-four ექვსჯერ ოთხი უდრის ოცდაოთხს; six times ექვსჯერ; eighteen is six times as much as three თვრამეტი ექვსჯერ მეტია სამზე; six figures / digits / ექვსნიშნა ციფრი; they have six cats მათ ექვსი კატა ჰყავთ;
◇ at sixes and sevens საუბ. ა) მოუწესრიგებელი; არეულ-დარეული; არაორგანიზებული; ბ) განსხვავებული აზრის / აზრთა სხვადასხვაობის მქონე; რისამე შესახებ რომ ვერ თანხმდება / ვერ თანხმდებიან (ვინმესთან, ერთმანეთთან ); they are still at sixes and sevens about this question ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი ჯერაც ვერ შეთანხმებულან / განსხვავებული აზრისანი არიან; to be six feet under საუბ. ʘ მკვდარია; საფლავშია, მიწაშია; to hit / to knock / smb. for six იხ. knock¹ II ◇.