ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

significant adjective
[sɪgʹnɪfɪkənt]
ბეჭდვა

1. დიდად მნიშვნელოვანი, დიდი მნიშვნელობის მქონე; არსებითი; a highly significant discovery უაღრესად მნიშვნელოვანი / დიდი მნიშვნელობის მქონე აღმოჩენა; there are no significant differences between the two groups of students სტუდენტთა ამ ორ ჯგუფს შორის მნიშვნელოვანი / არსებითი განსხვავებანი არ შეინიშნება; your work has shown a significant improvement თქვენი მუშაობის ხარისხი მნიშვნელოვნად / არსებითად გაუმჯობესდა;

2. მნიშვნელოვანი, ამა თუ იმ მნიშვნელობის მქონე; ნიშანდობლივი; it could be significant that he took out life insurance shortly before he died მნიშვნელოვანი / ნიშანდობლივი შეიძლება იყოს ის გარემოება, რომ მან სიცოცხლის დაზღვევა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გაიფორმა; it is significant that the writers of the report were all men ნიშანდობლივია, რომ ანგარიშის ავტორები ყველანი მამაკაცები იყვნენ;

3. მრავალმნიშვნელოვანი, მრავლისმეტყველი; a significant look [smile] მრავალმნიშვნელოვანი / მრავლისმეტყველი მზერა [ღიმილი].

significance significantly

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0185