ახალი დიზაინის ცდა ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

shut III verb
[ʃʌt]
ბეჭდვა
(shut)

1. დახურვა (˂და˃ხურავს; ˂და˃იხურება), დაკეტვა; shut the door დახურეთ კარი; she shut her eyes and fell asleep immediately თვალები დახუჭა და მაშინვე ჩაეძინა; he opened and shut the book nervously იგი ნერვიულად შლიდა და ხურავდა წიგნს; the lid shut with a bang სახურავი ჯახუნით დაიხურა; the window won't shut ფანჯარა არ იხურება; the doors open and shut automatically კარები ავტომატურად იღება და იხურება;

2. დახურვა (˂და˃იხურება), მუშაობის დასრულება; the bank shuts at 4 ბანკი ოთხ საათზე იხურება;

to shut smb., smth. away ვისიმე, რისამე სადმე დამალვა (˂და˃მალავს), გადამალვა;

to shut down 1) ხელსაწყოს, მექანიზმის გამორთვა (გამორთავს; გამოირთვება); the server will be shut down next Monday მომავალ ორშაბათს სერვერი გამორთული იქნება / არ იმუშავებს;

2) საწარმოს, მაღაზიის და ა.შ. დახურვა (˂და˃ხურავს; ˂და˃იხურება), მუშაობის შეწყვეტა; financial problems forced the business to shut down ფინანსურმა პრობლემებმა გამოიწვია ბიზნესის დახურვა;

to shut smth. in smth. რისამე სადმე (გა)მომწყვდევა (˂გა˃მოამწყვდევს); რისამე სადმე / რაიმეში მოყოლება; he shut his finger in the car door მას მანქანის კარში მოჰყვა თითი; we normally shut the dog in the kitchen when we go out როგორც წესი სახლიდან გასვლისას ძაღლს სამზარეულოში ვამწყვდევთ ხოლმე;

to shut off 1) ხელსაწყოს, მექანიზმის გამორთვა (გამორთავს);

2) გაზის, წყლის და ა.შ. მიწოდების შეწყვეტა (˂შე˃წყვეტს);

3) გზის და ა.შ. გადაკეტვა (˂გადა˃კეტავს), ჩაკეტვა, ჩახერგვა;

to shut smb., smth. out (of smth.) ვისიმე, რისამე (სადმე) არ შეშვება (არ ˂შე˃უშვებს) / არ დაშვება; mum, Nick keeps shutting me out of the bedroom! დედა, ნიკი ისევ არ მიშვებს საწოლ ოთახში! sunglasses that shut out 99% of the sun's harmful rays მზის სათვალე, რომელიც არ ატარებს მზის მავნე სხივების ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტს; he tried to shut out all thoughts of the accident იგი ცდილობდა საერთოდ აღარ ეფიქრა ავარიაზე;

to shut (smb.) up საუბ. (ვისიმე) გაჩუმება (˂გა˃აჩუმებს), (ვინმესთვის) ხმის გაკმენდინება;

to shut smb., smth. up (in smth.) ვისიმე, რისამე (სადმე) გამომწყვდევა (˂გამო˃ამწყვდევს) / გამოკეტვა; he was shut up in prison for ten years ათი წლით ჩასვეს ციხეში;

shut your mouth სლ. ხმა გაკმინდე.

shut II shutdown

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0854