(
shrank,
shrunk;
shrunk, shrunken)
1. 1) ʘ რეცხვისას ჯდება, ზომაში იკლებს (ითქმის ქსოვილის და ა.შ. შესახებ); my T-shirt shrank in the wash ჩემი მაისური რეცხვაში დამოკლდა;
2) ქსოვილის და ა.შ. შეკლების / ზომაში დაკლების გამოწვევა (˂გამო˃იწვევს); this soap won't shrink silk fabrics ამ საპნით გარეცხვისას აბრეშუმის ქსოვილი ზომაში არ დაიკლებს;
2. შემცირება (˂შე˃მცირდება; ˂შე˃ამცირებს), დაკლება, დაპატარავება; the tumour had shrunk in the size სიმსივნემ ზომაში იკლო; the level of unemployment has shrunk to 9% უმუშევრობის დონე 9%-მდე შემცირდა;
3. შიშისაგან განზე გახტომა (˂გა˃ხტება), ერთბაშად უკან დახევა ან მობუზვა, მოკუნტვა; we shrank back against the wall when the dog appeared ძაღლის დანახვაზე უცბად უკან დავიხიეთ და კედელს ავეკარით;
▭ to shrink from (doing) smth. რთული / უსიამოვნო საქმის კეთებისათვის თავის არიდება (აარიდებს); თავის დაძვრენა; we will not shrink from using force არ მოვერიდებით ძალის გამოყენებას.