![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
(set)
1. დადგმა (˂და˃დგამს), დადება, მოთავსება; დაწყობა, დალაგება; to set a cup down on the table ფინჯნის მაგიდაზე დადგმა; to set smth. in its place again რისამე თავის ადგილზე დადება; to set a trap მახის დაგება; to set the wheel on the axle ღერძზე თვლის ჩამოცმა; set the glass in the window ფანჯარაში მინის ჩასმა; 2. ჩვეულ. pass ʘ მდებარეობს, განლაგებულია; a little town set north of London ლონდონის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქი; 3. მომდევნო ზედსართავ სახელთან, ზმნიზედასთან ან წინდებულიან კონსტრუქციასთან ერთად აღნიშნავს ამა თუ იმ მდგომარეობამდე მიყვანას: he set me at ease at once ʘ თავი მაშინვე თავისუფლად ვიგრძენი; to set the hostages free მძევლების განთავისუფლება; to set smth. on fire, to set fire to smth. რაიმესთვის ცეცხლის წაკიდება; to set smth. in motion რისამე მოძრაობაში მოყვანა / ამოძრავება; 4. ჩვეულ. pass წიგნის, ფილმის და ა.შ. სიუჟეტის განვითარება (˂გან˃ავითარებს); the film is set in the 16th century Spain ფილმის სიუჟეტი ვითარდება მე-16 საუკუნის ესპანეთში;
5. დაყენება (˂და˃აყენებს) ითქმის საათის და ა.შ. შესახებ; to set the camera on automatic ფოტოკამერის ავტომატურ რეჟიმზე დაყენება; to set one's watch by the town clock საკუთარი საათის ქალაქის საათზე გასწორება; I set my alarm for 9 o'clock მაღვიძარა ცხრა საათისთვის დავაყენე; 6. გაშლა (˂გა˃შლის), გაწყობა (ითქმის სუფრის შესახებ); to set a / the / table სუფრის გაშლა / გაწყობა; the table was set for six guests სუფრა ექვს კაცზე / სტუმარზე იყო გაწყობილი; 7. ჩვეულ. pass ბუდეში ჩასმა (˂ჩა˃სვამს) ითქმის ძვირფასი თვლის შესახებ; to set diamonds ბრილიანტების ჩასმა ბუდეში; a ring set with rubies ლალისთვლებიანი ბეჭედი; 8. დადგენა (˂და˃ადგენს), განსაზღვრა, დანიშვნა; to set a limit to smth. ა) რაიმესთვის საზღვრის დადება / დაწესება, რისამე შეზღუდვა / შემოფარგვლა; ბ) რაიმესთვის ბოლოს მოღება / წერტილის დასმა; to set a / the / date თარიღის დათქმა / განსაზღვრა; to set a price ფასის დაწესება; 9. შემოღება (შემოიღებს), დამკვიდრება; to set a new fashion ახალი მოდის შემოღება / დაწესება; to set a precedent პრეცედენტის შექმნა; they set high standards of customer service მომხმარებელთა მომსახურების მაღალი დონე დანერგეს; 10. დამყარება (˂და˃ამყარებს); to set a new world record ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარება; 11. მაგალითის მიცემა (აძლევს); to set a good example ვინმესთვის კარგი მაგალითის მიცემა / ჩვენება; 12. 1) გაკვეთილების, შეკითხვების და ა.შ. მიცემა (მისცემს); we've been set a lot of homework this weekend ამ შაბათ-კვირისთვის ბევრი დავალება მოგვცეს გასაკეთებლად; what questions were set in the examination? გამოცდაზე რა გკითხეს? 2) მიზნის, ამოცანის დასახვა (˂და˃ისახავს); to set a goal მიზნის დასახვა; I've set myself a goal to finish the job by the end of the month მიზნად დავისახე სამუშაოს თვის ბოლომდე დასრულება; 13. გამყარება (˂გა˃მყარდება), გამაგრება; შეკვრა (ითქმის თაბაშირის, ბეტონის და ა.შ. შესახებ); leave the concrete to set for at least 24 hours ჩასხმულ ბეტონს გასამყარებლად სულ ცოტა ოცდაოთხი საათი ადროვეთ; jelly has set ჟელე გამაგრდა / შეიკრა; the glue had set hard წებო გაქვავდა; 14. pass გაშეშება (˂გა˃აშეშებს), გაშტერება (ითქმის სახის, თვალების და ა.შ. შესახებ); he was sitting there his face set გაქვავებული / უმეტყველო სახით იჯდა; 15. თმის დაყენება (˂და˃იყენებს), დავარცხნა; თმის ვარცხნილობის გაკეთება; to set one's hair თმის დავარცხნა / დაყენება; 16. მედ. 1) მოტეხილი ძვლის ჩასწორება (˂ჩა˃ასწორებს) და საფიქსაციო ნახვევის დადება; ნაღრძობის ჩაყენება, ჩასმა; the surgeon set his broken leg ქირურგმა მას მოტეხილ ფეხზე თაბაშირი / არტაშანი დაადო; 2) შეზრდა (˂შე˃იზრდება), შეხორცება (ითქმის მოტეხილი ძვლის ან ნაღრძობის შესახებ); 17. ტექ. 1) რეგულირება (არეგულირებს); დაყენება; გადართვა; to set the pace სიჩქარის / ტემპის რეგულირება; to set the spark gap ავტ. სანაპერწკლო შუალედის რეგულირება; to set the camera lens to infinity ფოტ. ობიექტივის უსასრულობაზე დაყენება; to set the controls to manual მართვის სისტემის ხელით მართვის რეჟიმზე გადართვა / დაყენება; 2) (გა)ლესვა (˂გა˃ლესავს), ალესვა (მჭრელი იარაღისა, ხერხისა და ა.შ.); 18. პოლიგრ. შრიფტის აწყობა (ააწყობს); დაკაბადონება; 19. მუს. 1) ტექსტისთვის მუსიკის დაწერა (˂და˃წერს), ტექსტზე მუსიკის დადება; Schubert set many poems to music შუბერტს მრავალ ლექსზე აქვს დაწერილი სიმღერა; 2) მელოდიის ამა თუ იმ ინსტრუმენტისათვის და ა.შ. გადატანა (გადაიტანს), არანჟირება; to set a piece of music for the violin მუსიკალური ნაწარმოების ვიოლინოსთვის გადატანა; 20. 1) ამა თუ იმ მიმართულებით ამოძრავება (აამოძრავებს), მიმართვა; the current set the boat southward დინებამ ნავი სამხრეთისკენ წაიღო; to set one's face toward home მზერის სახლისკენ მიმართვა; 2) ამა თუ იმ მიმართულების აღება (აიღებს), დაჭერა; the wind sets from the north ქარი ჩრდილოეთიდან ქრის / უბერავს; 21. ზღვ. იალქნის ქარის მიმართულებით დაყენება (˂და˃აყენებს) / ქარისთვის მიშვერა; 22. თეატრ., კინ. სცენაზე, გადასაღებ მოედანზე დეკორაციების მოწყობა (˂მო˃აწყობს); 23. ბოტ. 1) ნაყოფის და ა.შ. გამონასკვა (˂გამო˃ნასკვავს), წარმოქმნა (ითქმის მცენარის შესახებ); 2) გამონასკვა (˂გამო˃ინასკვება) ითქმის ნაყოფის და ა.შ. შესახებ; 24. 1) ს.-მ. დარგვა (˂და˃რგავს), დათესვა; 2) მებაღ. დამყნობა (˂და˃ამყნობს), დაკალმება; 25. ჩასვლა (ჩავა), ჰორიზონტს მიფარება (ითქმის ციური სხეულის შესახებ); the sun is setting მზე ჩადის; his star has set გადატ. მისი მზე ჩაესვენა; 26. ბანქ. ჩაჯენა (ჩააჯენს), მოწინააღმდეგისთვის გამოცხადებული აყვანების გაკეთების საშუალების არ მიცემა (ბრიჯი); 27. 1) ქათმის და ა.შ. კრუხად / კვერცხებზე დასმა (დასვამს); 2) კრუხად / კვერცხებზე ჯდომა (ზის) ითქმის ქათმის და ა.შ. შესახებ; 28. მონად. ნაბულის გაკეთება (˂გა˃აკეთებს) ითქმის ძაღლის შესახებ; ▭ to set about (doing) smth. რისამე (გაკეთების) დაწყება (˂და˃იწყებს) / შედგომა, რაიმესთვის (რისამე გაკეთებისათვის) ხელის მოკიდება; I got home and immediately set about cleaning the house სახლში მივედი თუ არა, მაშინვე შევუდექი ლაგებას; to set smb. against smb. ვინმეს წინააღმდეგ ვისიმე განწყობა (განაწყობს); she accused her husband of setting the children against her ქმარს ბავშვების მის წინააღმდეგ განწყობაში ადანაშაულებდა; to be set against (doing) smth. ʘ რისამე (გაკეთების) წინააღმდეგია, არ უნდა / არ სურს რაიმე (რისამე გაკეთება); he is dead set against the move საცხოვრებლად სხვაგან გადასვლის კატეგორიულად წინააღმდეგია; to set smb., smth. apart ამა თუ იმ განსაკ. დადებითი თვისებით ვისიმე, რისამე სხვებისგან გამორჩევა (˂გამო˃არჩევს) / განსხვავება; it's their intelligence which sets them apart from other rock bands ისინი სხვა როკ-ჯგუფებისაგან თავისი ინტელექტით გამოირჩევიან; to set smth. aside 1) რისამე გვერდზე დადება (˂და˃დებს) / გადადება; 2) რისამე სამომავლოდ გადადება (˂გადა˃დებს) / გადანახვა; I try to set aside part of my wages every month ვცდილობ ყოველ თვეს გადავდო ხელფასის რაღაც ნაწილი; 3) რისამე უგულებელყოფა (უგულებელყოფს) / მხედველობაში არმიღება; to set smb., smth. back ვისიმე, რისამე შეფერხება (˂შე˃აფერხებს) / დაგვიანება; ვინმესთვის, რაიმესთვის ხელის შეშლა; the heavy traffic set us back about two hours საგზაო საცობმა ორი საათით დაგვაგვიანა; to set smb. back smth. საუბ. ʘ ვინმეს რაიმე ამა თუ იმ ფასად დაუჯდება; a car like that will probably set you back about €5000 ასეთი მანქანა ალბათ ხუთი ათასი ევრო ეღირება / დაგიჯდება; to set forth წიგნ. სამოგზაუროდ სადმე წასვლა (წავა) / გამგზავრება; to set smth. forth წიგნ. ვრცლად გადმოცემა (გადმოსცემს) / ჩამოყალიბება; to set forth one's opinions at lenght საკუთარი თვალსაზრისის დაწვრილებით / ვრცლად გადმოცემა; to clearly set forth one's views საკუთარი შეხედულებების ნათლად ჩამოყალიბება; to set in დადგომა (˂და˃დგება), დამყარება, დაწყება (განსაკ. უამინდობისა ხანგრძლივი პერიოდით); it set to rain / for rain / წვიმები დაიწყო; the bad weather has set in ცუდი ამინდი დაიჭირა, ამინდი დიდი ხნით აღარ გამოკეთდება; to set off სამოგზაუროდ სადმე გამგზავრება (გაემგზავრება) / წასვლა; to set off for London ლონდონში გამგზავრება; to set smth. off 1) რისამე აფეთქება (ააფეთქებს); to set off fireworks ფოიერვერკის გაშვება; 2) რისამე გამოწვევა (˂გამო˃იწვევს); ჩართვა, ამოქმედება (ამა თუ იმ მექანიზმისა); opening this door will set off the alarm კარების გაღება სიგნალიზაციას ჩართავს; to set smb., smth. on / upon / smb. ვინმეზე ვისიმე, რისამე მისევა (˂მი˃უსევს); to set a dog on smb. ვინმეზე ძაღლის მიშვება; to set out 1) სამოგზაუროდ სადმე წასვლა (წავა) / გამგზავრება; to set out on a journey სამოგზაუროდ წასვლა; 2) (to do smth.) ʘ აპირებს რისამე გაკეთებას, რისამე გაკეთება აქვს განზრახული; she set out to break the world record მსოფლიო რეკორდის მოხსნას აპირებს; to set smth. out 1) რისამე გამოფენა (გამოფენს) / დაწყობა / დალაგება; to set out vegetables for sale ბოსტნეულის გასაყიდად გამოფენა; 2) რისამე ვრცლად გადმოცემა (გადმოსცემს) / ჩამოყალიბება / ფორმულირება (ზეპირად ან წერილობით); she set out the reasons for her resignation in a long letter მან წერილში ვრცლად ჩამოაყალიბა მოსაზრებები თავისი გადადგომის შესახებ; to set smth. up 1) რისამე დაარსება (˂და˃აარსებს) / დაფუძნება; გახსნა; წამოწყება; to set up a business საქმის წამოწყება; the company has set up a new branch კომპანიამ ახალი ფილიალი გახსნა; a committee has been set up to investigate the problem შეიქმნა კომიტეტი ამ საკითხის გამოსაკვლევად; the newspaper was set up in 1890 ეს გაზეთი 1890 წელს დაარსდა; 2) რისამე დანიშვნა (˂და˃ნიშნავს); I've set up a meeting with him for next week მასთან შეხვედრა მომავალი კვირისთვის დავნიშნე; to set smb. up საუბ. ვინმესთვის ცილის დაწამება (˂და˃სწამებს), ვისიმე წინააღმდეგ ბრალდების / საქმის შეთითხნა; he denied the charges, saying the police had set him up მან უარყო ყველა ბრალდება და განაცხადა, რომ პოლიცია მას ცილს სწამებდა / პოლიციამ მის წინააღმდეგ საქმე განგებ შეთითხნა; ◇ to set foot (in / on / smth.) (სადმე) ფეხის დადგმა / შედგმა; no woman has ever set foot in the temple არც ერთ ქალს არ შეუდგამს ფეხი ამ ტაძარში; to set sail ზღვით მოგზაურობა; to set one's heart on smth., to have your heart set on smth. ʘ ძლიერ სურს რაიმე; მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი რისამე გაკეთება ან მოპოვება; to set smb.'s mind at rest ვისიმე დამშვიდება, ვინმესთვის შვების მოგვრა / შიშის / მღელვარების თავიდან მოცილება; to set eyes on smb., smth. ვისიმე, რისამე დანახვა; ვინმესთვის, რაიმესთვის თვალის მოკვრა. [ მოკლე ვერსია ]
|
||||
![]() |
![]() |
|||
| set II | set-aside |
![]() |
მეზობელი სიტყვები |
![]() |
![]() |
||
![]() |
![]() |
![]() |
უკანასკნელი დამატებები |
![]() |
| strip Istrip IIstrip cartoonstrip clubstripestripedstriped bassstriped hyenastriped musclestripeystrip jointstrip lightstrip lightingstriplingstrip map | ||
![]() |
![]() |








მეზობელი სიტყვები






