(
sent)
1. რისამე გაგზავნა (˂გა˃გზავნის) ფოსტით და ა.შ.; to send a fax [a letter] to smb. ვინმესთვის ფაქსის [წერილის] გაგზავნა; don't forget to send your mother a postcard არ დაგავიწყდეთ დედათქვენისთვის ღია ბარათის გაგზავნა; to send goods by train საქონლის მატარებლით გაგზავნა;
2. გადაცემა (გადასცემს), შეტყობინება; to send smb. one's love ვისიმე დიდი სიყვარულით მოკითხვა, ვინმესთვის გულითადი მოკითხვის შეთვლა; to send word to smb. ვინმესთვის რისამე გაგებინება / შეტყობინება; she sent word (that) she could not come შემატყობინა, რომ მოსვლას ვერ ახერხებდა; send me word of your arrival მაცნობეთ თქვენი ჩამოსვლის შესახებ;
3. ვისიმე სადმე გაგზავნა (გაგზავნის) / გაშვება / გასტუმრება; my company is sending me on a training course next month ჩემი კომპანია მომავალ თვეს მაგზავნის კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსზე; she sent the kids to bed early ბავშვები ადრე დააწვინა დასაძინებლად; to send smb. to prison ვისიმე ციხეში ჩასმა / დაპატიმრება;
4. გადაგდება (
˂გადა
˃აგდებს), გადასროლა, გადატყორცნა; I accidentally pushed the table and sent all drinks flying შემთხევევით შევეჯახე მაგიდას და სასმელები გადავყარე;
5. ვისიმე ამა თუ იმ მდგომარეობამდე მიყვანა (მიიყვანს); the movement of the train sent me to sleep მატარებლის რწევამ ძილი მომგვარა; to send smb. crazy ვისიმე გაგიჟება; ვისიმე მოთმინებიდან გამოყვანა;
▭ to send away (to smb.) (for smth.) იხ. to send off (for smth.); to send smth. back (წუნის გამო) ნაყიდი ნივთის უკან გაგზავნა (˂გა˃გზავნის); to send for smb., smth. ვისიმე, რისამე გამოძახება (˂გამო˃იძახებს) / მოხმობა (განსაკ. დასახმარებლად); send for a doctor, quickly! სასწრაფოდ ექიმს გამოუძახეთ! to send for an ambulance სასწრაფო დახმარების გამოძახება; to send for help დახმარების მოხმობა; to send smb. in ბრძანების გაცემა (გასცემს) ვისიმე სადმე გაგზავნის / შეგზავნის შესახებ (იქ შექმნილი რთული ვითარების მოსაგვარებლად); troops were sent in to restore order წესრიგის აღსადგენად ჯარები შეიყვანეს; to send smth. in რისამე ელექტრონული ფოსტით გაგზავნა (˂გა˃გზავნის) ამა თუ იმ ორგანიზაციაში განსახილველად; I sent my application in three weeks ago but still haven't had a reply განაცხადი სამი კვირის წინ გავაგზავნე, მაგრამ პასუხი ჯერაც არ მიმიღია; to send off (for smth.) (რისამე) შეკვეთა, გამოწერა; I've sent off for a catalogue კატალოგი გამოვიწერე; to send off სპორტ. მოთამაშის მოედნიდან გაძევება (˂გა˃აძევებს); to send smth. off ელექტრონული ფოსტით რისამე გაგზავნა; have you sent off your application form yet? უკვე გააგზავნე განცხადების ფორმა? I'll send the information off today ინფორმაციას დღეს ვაგზავნი; to send smth. out 1) რისამე დაგზავნა (˂და˃აგზავნის); to send out invitations მოსაწვევი ბარათების დაგზავნა;
2) გამოყოფა (გამოყოფს) სითბოსი; გამოშვება (სხივებისა); გამოცემა (ბგერისა); to send smb., smth. up საუბ. ვისიმე / რისამე დაცინვა (დასცინის), პაროდირება, დაცინვით / ხუმრობით მიბაძვა; a TV programme that sends up politicians სატელევიზიო პროგრამა, რომელშიც ხდება პოლიტიკოსების პაროდირება.