1. დასაჯდომი, დასაჯდომი ადგილი; please take / have / a seat, please take your seat გთხოვთ, დაბრძანდით [იხ. აგრ. 4]; would you prefer a window seat? ფანჯარასთან ხომ არ გირჩევნიათ დაჯდომა? an aisle seat სკამების რიგის განაპირა / გასასვლელთან მდებარე ადგილი; the front [the back] seats წინა [უკანა] ადგილები; the driving / ამერ. the driver's / seat მძღოლის სავარძელი [იხ. აგრ. ◇];
2. დასაჯდომი, დასაჯდომი ნაწილი (სკამისა, ველოსიპედისა და ა.შ.); the seat of a chair სკამის დასაჯდომი; bicycle seat ველოსიპედის დასაჯდომი, "უნაგირი";
3. ადგილი (თვითმფრინავში, თეატრში და ა.შ.); ბილეთი; to book / to reserve / a seat ადგილის / ბილეთის დაჯავშნა; there are no seats left on that flight ამ რეისზე თავისუფალი ადგილები აღარ დარჩა / ყველა ბილეთი გაყიდულია;
4. ოფიციალური თანამდებობა, ადგილი; წევრობა (
პარლამენტისა, კომიტეტისა და ა.შ.); to have a seat in Parliament პარლამენტის წევრად ყოფნა; to win a seat არჩევნებში გამარჯვება,
პარლამენტში ადგილ(ებ)ის მოპოვება; to lose a seat არჩევნებში დამარცხება,
პარლამენტში ადგილ(ებ)ის დაკარგვა; a seat on the board of directors დირექტორთა საბჭოს წევრად ყოფნა; to vacate one's seat თანამდებობიდან გადადგომა; to take one's seat in Parliament პარლამენტში ადგილის დაკავება [
იხ. აგრ. 1];
5. (of) წიგნ. 1) ადგილსამყოფელი; London is the seat of government სამთავრობო რეზიდენცია ლონდონში მდებარეობს;
2) ცენტრი; Oxford is an ancient seat of learning ოქსფორდი უძველესი სამეცნიერო ცენტრია;
6. 1) წიგნ. უკანალი, საჯდომი;
2) უკანა მხარე (შარვლისა);
7. ცხენზე ჯდომა; a firm seat on a horse მყარი ჯდომა ცხენზე;
8. = country seat;
9. ტექ. 1) ბუდე, ჩასასმელი / საყენებელი ადგილი (დეტალისა მექანიზმში და ა.შ.);
2) ჩასასმელი / საყენებელი ზედაპირი; საყრდენი ზედაპირი (აგრ. seat face);
10. ტექ. მიხეხვა, ხეხვით მორგება (ახალი დეტალისა ბუდეში მუშაობის საწყის ეტაპზე);
◇ to be in the driving seat / ამერ. in the driver's seat / ʘ სიტუაციას ფლობს; მდგომარეობის ბატონ-პატრონია [იხ. აგრ. 1]; to take a back seat იხ. back seat ◇; to get / to put / bums on seats საუბ. მაყურებელთა / მსმენელთა მოზიდვა (ცარიელი ადგილების შესავსებად); (to fly) by the seat of one's pants ალღოთი, ინტუიციით (მოქმედება); on the edge of one's seat სულგანაბული, სუნთქვაშეკრული (მღელვარებისაგან); აღფრთოვანებით, ცხოველი ინტერესით.