1. 1) ელექტრ. ეკრანი; computer [radar] screen კომპიუტერის [რადარის] ეკრანი; a monitor with a 44 inch plasma screen მონიტორი ორმოცდაოთხდუიმიანი პლაზმური ეკრანით; flat screen ბრტყელი ეკრანი; they were staring at the television screen ტელევიზორის ეკრანს მისჩერებოდნენ;
2) კინ. ეკრანი; a cinema / a movie / screen კინოეკრანი; on the big screen დიდ ეკრანზე; to put a play on (the) screen პიესის ეკრანიზება; off the screen ეკრანს მიღმა, ცხოვრებაში;
2. (the) 1) კინემატოგრაფია, კინო; a star of stage and screen თეატრისა და კინოს ვარსკვლავი;
2) ტელევიზია;
3. შირმა, დასაკეცი / გადასატანი ტიხარი; the nurse put a screen around the bed ექთანმა საწოლის გარშემო შირმა გაშალა;
4. 1)
დამცავი ეკრანი; ფარდა, საფარი (
აგრ. გადატ.); protective screen დამცავი ეკრანი; under the screen of night ღამის საფარქვეშ; a screen of shrubs ბუჩქების ცოცხალი ღობე (
სიმყუდროვისთვის დარგული); a screen of bodyguards პირადი დაცვის კედელი;
2) სამხ. ნიღაბი, ფარდა; შენიღბვა; smoke screen კვამლის ფარდა;
5. განსაკ. ამერ. მწერებისგან დამცავი ბადე (კარის ან ფანჯრის ჩარჩოში ჩამონტაჟებული); to install window screens ფანჯრებზე მწერებისგან დამცავი ბადის დამონტაჟება;
6. სამხ. 1) დაცვა, დამცველი რაზმი / შენაერთი (ძირითადი შენაერთის დასაცავად გამოყოფილი ჯარების, საფრენი აპარატების ან გემების შენაერთი);
2) სადაზვერვო რაზმი (რომლის ძირითად ამოცანასაც დასაცავი შენაერთის უსაფრთხოებისა და ადრეული შეტყობინების უზრუნველყოფა შეადგენს);
7. კომპ. ეკრანზე გამოტანილი ინფორმაცია / მონაცემები; a help screen დახმარების ეკრანი, ეკრანზე გამოტანილი დამხმარე ინფორმაცია; a printout of the screen ეკრანზე გამოტანილი ინფორმაციის ამონაბეჭდი;
8. = windscreen;
9. ეკლ. კანკელი, იკონოსტასი;
10. შემოწმება, გასინჯვა (რაიმე ავადმყოფობის და ა.შ. არსებობაზე); a free health screen ჯანმრთელობის უფასო შემოწმება; a drug screen ნარკოტესტირება;
11. სპორტ. 1) ბლოკი, ბლოკის დამყენებელი მოთამაშე [იხ. აგრ. 2)];
2) ბლოკის დაყენება (მოწინააღმდეგისთვის ბურთით / შაიბით მყოფი საკუთარი გუნდის წევრთან მიახლოების საშუალების არმიცემა წესების დაცვით; კალათბურთი, ჰოკეი);
12. პოლიგრ. ტრაფარეტული საბეჭდი ფორმა;
13. ელექტრ. მაეკრანებელი ბადე (ელექტრონმილაკისა; აგრ. screen grid);
14. სპეც. მახარისხებელი ცხავი / საცერი (მარცვლეულისა, ქვანახშირისა და ა.შ.);
⌇ a screen actor კინომსახიობი; screen début საეკრანო დებიუტი;
◇ on the radar screen აქტუალური, ყურადღების ცენტრში; off the radar screen არააქტუალური; აქტუალურობა რომ დაკარგა.