1. (მო)ფხანა (˂მო˃იფხანს; ˂მო˃ჰფხანს); don't scratch at your insect bites or they'll get worse მწერის ნაკბენი არ მოიფხანო, თორემ გაგიღიზიანდება; he scratched his head თავი მოიქექა;
2. 1) (გა)კაწვრა (˂გა˃კაწრავს), დაფხაჭნა; I scratched myself on the roses ვარდის ეკლებზე დავიკაწრე; the table was badly scratched მაგიდა სულ დაკაწრული / დაფხაჭნილი იყო;
2) კაწვრა (იკაწრება), ფხაჭნა; does the cat scratch? ეს კატა იკაწრება?
3. 1) ამოფხაჭნა (˂ამო˃ფხაჭნის), ამოკაწვრა; გრავირება; he scratched his name on his desk მერხზე თავისი სახელი ამოკაწრა;
2) ნაჩქარევად / დაუდევრად დაწერა (˂და˃წერს), დაჯღაბნა;
4. 1) ამოფხეკა (
˂ამო
˃ფხეკს), მოფხეკა, ფხეკით მოშორება; we scratched some of the dirt away ჭუჭყი ფხეკით მოვაშორეთ;
2) ამოშლა (˂ამო˃შლის), წაშლა, გადახაზვა; you can scratch my name off the list ჩემი სახელი შეგიძლიათ ამოშალოთ სიიდან;
5. ფხაჭუნი (ფხაჭუნობს), ფხაკუნი; I could hear the cat scratching at the door კარებზე კატის ფხაკუნის ხმა მესმოდა; his pen scratched away on the paper მის კალამს ფხაჭაფხუჭი გაჰქონდა ქაღალდზე;
6. 1) შეწყვეტა (˂შე˃წყვეტს), გაუქმება; to scratch a rocket launch რაკეტის გაშვების / სტარტის გადადება;
2) სპორტ. შეჯიბრებიდან მოხსნა (˂მო˃ხსნის); to scratch a horse რბოლიდან ცხენის მოხსნა;
3) სპორტ. შეჯიბრებაში მონაწილეობაზე უარის თქმა (იტყვის);
7. ქექვა (იქექება), ჩიჩქნა (მიწაში საკვების საძებრად; განსაკ. ითქმის ქათმის შესახებ); the hens were scratching the ground for food ქათმები მიწაში იქექებოდნენ საკვების საპოვნელად;
8. (for) საგულდაგულოდ ძებნა (ეძებს), ʘ დაეძებს;
9. გაჭირვებით რისამე მიღწევა (˂მი˃აღწევს) / მოპოვება; to scratch a living გაჭირვებით თავის გატანა; they've scratched out two wins ძლივს მოიპოვეს ორი გამარჯვება;
▭ to scratch about / around / (for) ქექვა (იქექება), ძებნა (რისამე საპოვნელად);
to scratch along გაჭირვებით თავის გატანა (გაიტანს);
to scratch out გადახაზვა (˂გადა˃ხაზავს), წაშლა, ამოშლა (სიიდან); to scratch smb.'s name out ვისიმე სახელის ამოშლა სიიდან;
◇ to scratch one's head (over smth.) ა) საუბ. (რაიმეზე) თავის მტვრევა, ტვინის ჭყლეტა; ბ) ʘ შეცბუნებულია, საგონებელშია ჩავარდნილი; to scratch the surface (of smth.) (რისამე) ზედაპირულად გაცნობა, გაგება, შესწავლა და ა.შ.; you scratch my back and I'll scratch yours ანდ. ≅ ხელი ხელს ბანს.