1. სკოლა, სასწავლო დაწესებულება; primary / elementary / school დაწყებითი სკოლა; secondary / high / school საშუალო სკოლა; private school კერძო სკოლა; which school do you go to? რომელ სკოლაში დადიხარ?
2. სწავლა, განათლება; to go to school სკოლაში სიარული; I started school when I was five სკოლაში ხუთი წლის ასაკში შევედი; to leave / ამერ. to quit / school სკოლის დამთავრება; school is hard for her სწავლა უჭირს; she teaches school ამერ. ის სკოლაში ასწავლის;
3. მეცადინეობა, გაკვეთილები (სკოლაში); school starts at 9 o'clock and finishes at 3.30 გაკვეთილები სკოლაში ცხრა საათზე იწყება და ოთხის ნახევარზე მთავრდება; the kids are at / ამერ. in / school ბავშვები სკოლაში არიან; after school გაკვეთილების შემდეგ; before school გაკვეთილების დაწყებამდე;
4. (the)
კრებ. სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები; in front of the whole school მთელი სკოლის წინაშე;
5. სპეციალიზებული სკოლა; driving school ავტოსკოლა; business school ბიზნეს სკოლა; riding school საცხენოსნო სკოლა;
6. ამერ. საუბ. კოლეჯი; უნივერსიტეტი;
7. უნივერსიტეტის ფაკულტეტი; law school იურიდიული ფაკულტეტი; medical school, school of medicine სამედიცინო ფაკულტეტი;
8. მიმდინარეობა, სკოლა; the Flemish school of painting ფერწერის ფლანდრიული სკოლა;
9. pl 1) ოქსფორდის უნივერსიტეტის შენობა, სადაც გამოცდები ტარდება (უპირატ. სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებელი);
2) გამოსაშვები / სახელმწიფო გამოცდები;
10. 1) მოთამაშეთა წრე / ჯგუფი (რომელიც ერთად თამაშობს ხოლმე აზარტულ თამაშებს);
2) ერთად მოქეიფე მეგობრების წრე (რომლებიც მონაცვლეობით ეპატიჟებიან ერთმანეთს სასმელზე);
⌇ an after-school childcare "გახანგრძლივებული" (სკოლაში);
◇ a school of thought ა) მოსაზრება; შეხედულება, თვალსაზრისი; ბ) ფილოსოფიური მიმდინარეობა, ფილოსოფიური სკოლა; one of the old school ძველი / ტრადიციული შეხედულების ადამიანი (ჩვეულ. დადებითი მნიშვნელობით); too cool for school საუბ. ძალიან მაგარი; მოდური.