ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია ძველი დიზაინი
Margaliti
Dictionary.ge
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

save II verb
[seɪv]
ბეჭდვა

1. გადარჩენა (გადაარჩენს), ხსნა, შველა; she saved the children from drowning მან ბავშვები დახრჩობას გადაარჩინა; to save smb. [smb.'s life] ვისიმე [ვისიმე სიცოცხლის] გადარჩენა; to save smb. from danger ვისიმე საფრთხისგან გადარჩენა / ხსნა; to save books from a fire წიგნების გადარჩენა ხანძრისგან; to save smb. from death [from disgrace] ვინმეს სიკვდილისგან [სირცხვილისგან] (და)ხსნა; they fought bravely to save their country ისინი გმირულად იბრძოდნენ თავის ქვეყნის გადასარჩენად; to save smb. from making a mistake ʘ იხსნა შეცდომის დაშვებისგან; they tried to save the wounded from being jolted ისინი ცდილობდნენ დაჭრილები აერიდებინათ ზედმეტი ნჯღრევისგან;

2. 1) დაზოგვა (˂და˃ზოგავს), გამოზოგვა, მომჭირნედ ხარჯვა; we'll save a lot of time if we go by car თუ მანქანით წავალთ, უამრავ დროს დავზოგავთ; he saved his strength for the end of the race ძალები რბოლის დასასრულისთვის გამოიზოგა; to save money ფულის დაზოგვა [იხ. აგრ. 2)];

2) (აგრ. up) შეგროვება (˂შე˃აგროვებს); გადადება, შენახვა (ფულისა); I'm saving up for a new car ახალი მანქანისათვის ვაგროვებ ფულს; to save (up) money ფულის გადადება / შეგროვება [იხ. აგრ. 1)]; he has never saved ფული არასოდეს გადაუნახავს, დანაზოგი არასდროს გაუკეთებია;

3. გადანახვა (˂გადა˃ინახავს); სამომავლოდ დატოვება; შე(მო)ნახვა; I'll be home late so please save me some dinner სახლში გვიან მოვალ და სადილი შემინახეთ / დამიტოვეთ; to save against a rainy day ფულის შავი დღისთვის შენახვა / გადანახვა; if you get to the concert first, please save me a seat თუ კონცერტზე პირველი მიხვალ(თ), ადგილი შემინახე(თ) / დამიკავე(თ); to save the apples for the children ვაშლების გადანახვა ბავშვებისთვის; he saved all her letters ყველა მისი წერილი ჰქონდა შენახული; to save one's best clothes for grand occasions საუკეთესო ტანსაცმლის საზეიმო დღესასწაულებისთვის შენახვა;

save I save III

მეზობელი სიტყვები
უკანასკნელი დამატებები
სხვა ლექსიკონები