1. კმაყოფილება; complete [partial, poor, inner] satisfaction სრული [ნაწილობრივი, ოდნავი, შინაგანი] კმაყოფილება; a feeling of satisfaction კმაყოფილების გრძნობა; with satisfaction კმაყოფილებით; I note with satisfaction that ... კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ...; to give satisfaction კმაყოფილების მოგვრა, დაკმაყოფილება [იხ. აგრ. 4]; the satisfaction of one's ambitions საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილება; to express satisfaction კმაყოფილების გამოთქმა; "Satisfaction Guaranteed" "ხარისხი გარანტირებულია", "კარგი მომსახურება გარანტირებულია"; the level of satisfaction კმაყოფილების მაჩვენებელი (გამოკითხვის თანახმად);
2. სიამოვნება, სიხარული; to gain / to get, to derive, to take / satisfaction from smth. რაიმესაგან სიამოვნების მიღება / განცდა; he finds great satisfaction in his work სამუშაო მას დიდ კმაყოფილებას / სიამოვნებას ანიჭებს; job satisfaction სამუშაოსაგან მიღებული სიამოვნება; a source of satisfaction სიამოვნების / სიხარულის წყარო; to do smth. with satisfaction სიამოვნებით / სიხარულით რისამე კეთება; to say with grim satisfaction უხალისოდ / უკმაყოფილოდ თქმა (საკუთარი სისწორის / უსიამოვნო მოლოდინის გამართლებისას);
3. იურ. ვალდებულების და ა.შ. შესრულება; შემხვედრი დაკმაყოფილება; კომპენსაცია; satisfaction of debt ვალის გადახდა; to make satisfaction მიყენებული ზიანის / ზარალის ანაზღაურება; in satisfaction of მიყენებული ზიანის / ზარალის ასანაზღაურებლად, სანაცვლოდ; to receive some satisfaction for one's loss ზარალის სანაცვლოდ გარკვეული კომპენსაციის მიღება; to get no satisfaction ʘ არანაირი კომპენსაცია არ მიუღიათ; ბოდიშიც არავის მოუხდია;
4. ისტ. დუელში გაწვევა; to demand satisfaction დუელში გაწვევა, სატისფაქციის მოთხოვნა; to give satisfaction სატისფაქციის მიცემა, შეურაცხყოფილის დაკმაყოფილება (
დუელში გამოწვევის მიღებით ან ბოდიშის მოხდით);
5. რელ. გამოსყიდვა (კაცობრიობისა ცოდვის, სიკვდილისა და ბოროტი ძალის ტყვეობიდან უფალი ღმერთი იესო ქრისტეს მიერ თავისი ჯვარცმით);
6. ეკლ. ცოდვების მონანიება / გამოსყიდვა; სასჯელი, ეპიტიმია (ჩადენილი ცოდვებისთვის კათოლიკურ და ანგლიკანურ ეკლესიებში);
◇ to smb.'s satisfaction, to the satisfaction of smb. ა) ვინმესთვის სასიამოვნოდ / სასიხარულოდ; to our complete satisfaction ჩვენდა სასიხარულოდ / საბედნიეროდ; to the satisfaction of all concerned ყველა დაინტერესებულ პირთა სასიხარულოდ; ბ) ვინმეს დასარწმუნებლად; to prove smth. to the satisfaction of the court სასამართლოს დარწმუნება.