1. 1) გაყიდვა; რეალიზაცია; გასაღება; the sale of alcohol to anyone under 18 is forbidden ალკოჰოლიანი სასმლის მიყიდვა 18 წლამდე მოზარდისათვის აკრძალულია; cash sale ნაღდ ფულზე გაყიდვა, ანგარიშსწორება ნაღდი ფულით; (goods) on / for / sale გასაყიდად გამოტანილი (საქონელი); is this car for sale? ეს მანქანა იყიდება?
2) ვაჭრობა; სავაჭრო გარიგება; no sale took place during the day დღის განმავლობაში არავითარი სავაჭრო გარიგება არ შემდგარა;
2. pl 1) გაყიდვების / გაყიდული საქონლის საერთო რაოდენობა; sales of computers have increased rapidly კომპიუტერების გაყიდვების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა;
2) (აგრ. sales department) კომპანიის და ა.შ. გაყიდვების განყოფილება; she works in sales გაყიდვების განყოფილებაში მუშაობს;
3. ხშ. pl ფასდაკლება, ფასდაკლებით გაყიდვა; the sale starts next week ფასდაკლება შემდეგ კვირას იწყება; winter [summer] sale ზამთრის [საზაფხულო] ფასდაკლება;
⌇ a sales manager გაყიდვების მენეჯერი, გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომელი; sales figures გაყიდვების მთლიანი რაოდენობის მაჩვენებელი ციფრები;
◇ for sale იყიდება (წარწერა); on sale ა) გაყიდვაში; tickets are on sale from the booking office ბილეთები სალაროში იყიდება; ბ) უპირატ. ამერ. ფასდაკლებით; all video equipment is on sale today and tomorrow ყველანაირ ვიდეოაპარატურაზე დღეს და ხვალ არის ფასდაკლება; to make a sale საქონლის გაყიდვა, რეალიზაცია; to lose a sale საქონლის ჩაწოლა, ვერგაყიდვა.