1. ჩაზნექა (˂ჩა˃იზნიქება), ჩა˂მო˃წევა; ჩაღუნვა, გაღუნვა; the seat of the chair sagged სკამის დასაჯდომი ჩაიღუნა; the roof sagged სახურავი ჩაიზნიქა; the ceiling sagged ჭერი ჩამოიწია / გამოიბერა; the tent began to sag under the weight of the water კარავმა წვიმის წყლის სიმძიმისაგან ჩამოწევა დაიწყო;
2. მოდუნება (˂მო˃დუნდება), მოშვება; ჩამოკიდება, ჩამოშვება; your skin starts to sag as you get older ასაკთან ერთად კანი მოშვებული და დუნე ხდება; the sagging economy მოდუნებული ეკონომიკა; my morale sagged still further ჩემი სულიერი სიმტკიცე / მხნეობა კიდევ უფრო დაეცა;
3. დაცემა (˂და˃ეცემა), დაკლება, დავარდნა; შემცირება, შესუსტება; the prices are sagging ფასები კლებულობს / ეცემა.