1. კლდე, ფრიალო; the Rock of Gibraltar, ხშ. ელიპს. the
Rock გიბრალტარის კლდე; jagged rocks დაკბილული კლდეები; the steamer was wrecked
on a rock გემი კლდეს შეეჯახა და დაიმსხვრა; the boat crashed into a rock and
sank ნავი კლდეს მიენარცხა და ჩაიძირა; (as) solid / steady / as a rock სალი კლდესავით მტკიცე / გამძლე [იხ. აგრ. ◇];
2.
ლოდი; rocks had rolled down the hillside and blocked the road გორაკის
ფერდობზე ლოდები ჩამოგორებულიყო და გზა ჩაეხერგა;
3. ამერ. ქვა;
protesters pelted the soldiers with rocks საპროტესტო აქციის მონაწილეებმა
ჯარისკაცებს ქვები დაუშინეს;
4. გეოლ. ქანი; sedimentary
[metamorphic, volcanic] rock დანალექი [მეტამორფოზული, ვულკანური]
ქანი; oil-bearing [bituminous, clay] rocks ნავთობიანი [ბიტუმოვანი, თიხოვანი]
ქანები;
5. ერთგვარი შაქარყინული;
6. ჩვეულ. pl ამერ.
საუბ. 1) ძვირფასი ქვა, პატიოსანი თვალი, განსაკ. ბრილიანტი; 2)
ფული;
7. ამერ. სლ. = crack
I 7;
8.
სალი კლდე, დასაყრდენი; and I tell you that you are Peter, and on
this rock I will build my church ბიბლ. და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და
ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას; he is my rock ის კლდესავით მიდგას გვერდში; ის
დიდი დასაყრდენია ჩემთვის;
9. ჩვეულ. pl მარცხის /
უბედურების მიზეზი; heading for the rocks წარუმატებლობა / კრახი რომ ელის;
10.
pl სლ. ვულგ. სათესლე ჯირკვლები;
◇ on
the rocks ა) პრობლემების მქონე, წარუმატებლობა / კრახი რომ ელის (ითქმის
ბიზნესის, ქორწინების და ა.შ. შესახებ); her marriage is on the rocks
მის ქორწინებას კრახი ემუქრება; ბ) ყინულიანი (ითქმის სასმლის შესახებ);
Scotch on the rocks შოტლანდიური ვისკი ყინულით; (as) steady as a rock
კლდესავით საიმედო [იხ. აგრ. 1]; between a rock and a hard
place რთული არჩევანის წინაშე, ორ ცეცხლს შუა; ≅
სკილასა და ქარიბდას შორის, გამოუვალ მდგომარეობაში; to get one's rocks off
ა) სლ. ვულგ. ორგაზმის განცდა; ბ) რითიმე გართობა; რაიმესგან
სიამოვნების მიღება.