ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

rip¹ II verb
[rɪp]
ბეჭდვა

1. გახევა (˂გა˃ხევს; ˂გა˃იხევა), გაგლეჯა, გაფხრეწა (ქსოვილისა, ქაღალდისა); გარღვევა, დარღვევა (ნაკერისა); she ripped her dress getting off her bike ველოსიპედიდან ჩამოსვლისას კაბა გაიხია; the flags had been ripped in two ალმები ორად / ორ ნაწილად იყო გახეული; to rip (the seams of) a garment კაბის დარღვევა; she ripped the letter open წერილი გახსნა; the tyre sidewall ripped საბურავის გვერდულა გასკდა;

2. (off, from, out) სწრაფად, უხეშად მოძრობა (˂მო˃აძრობს), მოგლეჯა, მოხევა; გამოგლეჯა, წაგლეჯა; he ripped the poster from the wall პლაკატი კედლიდან ჩამოგლიჯა; he ripped off his tie ჰალსტუხი მოიძრო; I ripped the phone from her hands ტელეფონი ხელიდან გამოვგლიჯე;

3. კომპ. (ფაილის) კომპაქტ-დისკიდან კომპიუტერში გადმოწერა (გადმოწერს), იმპორტირება (ჩვეულ. სხვა ფორმატში კონვერტირებით);

to rip into smb. ვისიმე თავშეუკავებლად გამოლანძღვა (˂გამო˃ლანძღავს), ვინმესთვის უხეში სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება;

to rip into smth. = to rip through smth.;

to rip smb. off საუბ. ვისიმე გაყვლეფა (გაყვლეფს), ვინმესთვის ძალზე ძვირის გადახდევინება; tourists were ripped off by local cab drivers ადგილობრივმა ტაქსისტებმა ტურისტები გაატყავეს / ტურისტებს ბევრად ზედმეტი გადაახდევინეს;

to rip smth. off საუბ. 1) რისამე მოპარვა (˂მო˃იპარავს), ქურდობა; thieves ripped off five computers ქურდებმა ხუთი კომპიუტერი მოიპარეს;

2) სხვისი იდეების, გამონათქვამების და ა.შ. მითვისება (˂მი˃ითვისებს), პლაგიატის ჩადენა; a collection of ideas ripped off from various movies სხვადასხვა კინოფილმებიდან მოპარული იდეების ნაკრები;

to rip through smth. სადმე, რამეში მძლავრად / დიდი სისწრაფით შეჭრა (˂შე˃იჭრება); a bullet ripped into his shoulder ტყვიამ მხარში გაუარა; a car bomb ripped through a police building დანაღმულმა მანქანამ აფეთქებისას პოლიციის შენობა დაანგრია / ძლიერ დააზიანა; a hurricane ripped through the Caribbean კარიბებს / კარიბის ზღვის აუზის კუნძულებსა და სანაპიროებს ტროპიკულმა გრიგალმა გადაუარა (დიდი ნგრევის / მსხვერპლის გამოწვევით);

to rip smth. up რისამე დაქუცმაცება (˂და˃აქუცმაცებს) / მცირე ზომის ნაწილებად დაგლეჯა; he ripped up the letter and threw it in the fire მან წერილი ნაკუწებად აქცია და ბუხარში გადაუძახა;

to rip smb. apart / to shreds, to bits / ვისიმე მძაფრად გაკრიტიკება / გაცამტვერება; to rip smth. apart / to shreds, to bits / რისამე განადგურება / მოსპობა; to let rip საუბ. ა) რისამე მთელი ძალით / ენთუზიაზმით კეთება; ბ) ბრაზის ამონთხევა, ყველაფრის პირში მიხლა; გამოლანძღვა; გ) აფეთქება, გაცეცხლება; დ) გაზის ხმაურით / მოურიდებლად გაშვება უკანა ტანიდან; let it rip!, let her rip! საუბ. მიდი! მთელი სიჩქარით მიაწექი! არ შეჩერდე!

rip¹ I rip²

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0090