1. 1) საზოგადოებრივი არეულობა; სახალხო მღელვარება; there have been riots in all the major cities ყველა დიდ ქალაქში საზოგადოებრივ არეულობას ჰქონდა ადგილი; one prison guard was killed when a riot broke out in the jail ციხის ერთი ზედამხედველი იქნა მოკლული, როდესაც საპყრობილეში არეულობა ატყდა; race riot არეულობა / დაპირისპირება რასობრივ ნიადაგზე;
2) საყოველთაო აღშფოთება / უკმაყოფილება; the film caused a riot ფილმმა საყოველთაო აღშფოთება / პროტესტი გამოიწვია;
2. 1) ამა თუ იმ გრძნობების უეცარი მოზღვავება / მოძალება; a riot of different emotions განსხვავებული გრძნობების მოზღვავება;
2) არქ. თავაწყვეტილობა, თავაშვებულობა;
3. რისამე სიუხვე, სიმრავლე; riot of colour ფერთა სიმდიდრე / მრავალფეროვნება;
4. საუბ. მაგარი ვინმე
ან რამე; ვინც
ან რაც დიდი მოწონებით / პოპულარობით სარგებლობს; she's a riot მაგარი ვინმეა;
⌇ riot helmet [shield] პოლიციელის ჩაფხუტი [ფარი] (პოლიციის სპეცრაზმის დამცავი აღჭურვილობის ნაწილი); riot police პოლიციის სპეცრაზმი (მასობრივი არეულობის აღკვეთის დანიშნულებისა);
◇ to run riot ა) უმართავად / თავაწყვეტილად მოქცევა; they allow their kids to run riot ისინი საკუთარ ბავშვებს უფლებას აძლევენ "იგიჟონ" / თავაწყვეტილად იცელქონ; ბ) ʘ ფანტაზიას, გრძნობებს და ა.შ. გასაქანი მისცა; her imagination ran riot ʘ ფანტაზიაში ჩაიძირა, ფანტაზიას მისცა თავი.