1. რისამე გადასინჯვა; (რისამე) ხელახლა განხილვა, გაანალიზება (ხშ. ცვლილებების განხორციელების მიზნით); all fees are subject to review ყველა სახის გადასახადი ექვემდებარება გადასინჯვას; in / under / review განხილვის / გადასინჯვის პროცესში [იხ. აგრ. 6];
2. 1) რეცენზია; კრიტიკული მიმოხილვა (წიგნისა, ფილმისა და ა.შ.); flattering review დადებითი რეცენზია / გამოხმაურება; good [bad, rave] review კარგი [ცუდი, საქებარი] რეცენზია;
2) ანგარიში; მიმოხილვა; brief review მოკლე მიმოხილვა; annual review ერთი წლის მანძილზე გამოსული ლიტერატურის მიმოხილვა; a review of customer complains მომხმარებელთა საჩივრების განხილვა / მიმოხილვა;
3) განხილვა, გარჩევა, შედეგების შეჯამება; after action review ამერ. ა) სამხ. შესრულებული ამოცანის და ა.შ. შედეგების განხილვა / გარჩევა (ათეულის, ოცეულის და მისთ. დონეზე); ბ) მუშაობის, პროექტის და ა.შ. შედეგების შეჯამება (ჩვეულ. გეგმური, ოფიციალურ დონეზე);
3. განსაკ. ამერ. გაკვეთილი განვლილი მასალის გასამეორებლად (ჩვეულ. საგამოცდოდ);
4. პერიოდული ჟურნალი, პერიოდული გამოცემა; scientific [literary] review სამეცნიერო [ლიტერატურულ-კრიტიკული] ჟურნალი; weekly review ყოველკვირეული გამოცემა;
5. წიგნ. აღლუმი, დათვალიერება (ჯარისა და ა.შ.); he is attending a review იგი ჯარის დათვალიერებას ესწრება; march in review საზეიმო / ცერემონიალური მარში; a naval review სამხედრო-საზღვაო ძალების აღლუმი;
6. იურ. გადაწყვეტილების და მისთ. გადასინჯვა (ჩვეულ. მაღლა მდგომი ინსტანციის მიერ); his parole application is up for review next week მისი ვადამდე პირობით განთავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საკითხი მომავალ კვირას გადაისინჯება / კვლავ განიხილება; court of review საკასაციო სასამართლო; სააპელაციო სასამართლო; in / under / review გადასინჯვის პროცესში [იხ. აგრ. 1];
⌇ review copy სარეცენზიოდ წარდგენილი ეგზემპლარი; review board განმხილველი კომისია; review body მაკონტროლებელი ორგანო.