ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

regular II adjective
[ʹrɛgjələ(r)]
ბეჭდვა

1. რეგულარული; თანაბარი; ერთსა და იმავე დროს რომ ხდება, სისტემატური; a regular pulse მედ. რიტმული პულსი; at regular intervals თანაბარი შუალედებით / ინტერვალებით; plant the trees at regular intervals ხეები ერთმანეთისგან თანაბარი ინტერვალებით დარგეთ; we have regular meetings every Thursday ყოველ ხუთშაბათს გვაქვს შეხვედრა; ხუთშაბათობით რეგულარულად ვიკრიბებით; this is a regular weekly inspection ეს რეგულარული ყოველკვირეული შემოწმებაა; man of regular habits მოწესრიგებული ადამიანი; (as) regular as clock-work ზუსტად, პუნქტუალურად; on a regular basis რეგულარულად;

2. 1) ხშირი, ჩვეულებრივი, გავრცელებული; domestic violence is a regular occurrence in some families ოჯახური ძალადობა ზოგიერთ ოჯახში ხშირი / ჩვეულებრივი მოვლენაა;

2) ხშირი, მუდმივი, რეგულარული; regular customer მუდმივი კლიენტი; he was a regular visitor to her house იგი ქალის სახლის ხშირი სტუმარი იყო; to take regular exercise სისტემატურად ვარჯიში; to make regular use of smth. რისამე ხშირად გამოყენება;

3. 1) ჩვეულებრივი, ჩვეული; on Mondays he returns to his regular duties ორშაბათობით ის თავის ჩვეულ საქმიანობას / თავისი ჩვეული მოვალეობების შესრულებას უბრუნდება ხოლმე; regular price კომერც. ჩვეულებრივი ფასი (ფასდაკლებამდე);

2) ფიზიოლ. რეგულარული, ნორმალური (ითქმის კუჭის მოქმედების, მენსტრუალური ციკლის და მისთ. შესახებ); to be / to keep / regular ა) რეგულარული კუჭის მოქმედების ქონა; ბ) რეგულარული მენსტრუალური ციკლის ქონა;

3) სათანადო, ეტიკეტს რომ შეესაბამება; მიღებული წესის ან ფორმის შესაბამისი; ოფიციალური; to speak without a regular introduction ოფიციალური წარდგენის გარეშე გამოლაპარაკება; to make regular საკუთარი სტატუსის და მისთ. ლეგალიზება; procedure that is not regular პროცედურა, რომელიც დადგენილ წესს არ შეესაბამება;

regular I regular army

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0135