ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

refer verb
[rɪʹfɜ:(r)]
ბეჭდვა

1. ვინმეს, რაიმეს ხსენება (ახსენებს); არაპირდაპირ მითითება; გულისხმობა; we agreed never to refer to the matter again ჩვენ შევთანხმდით არასოდეს გვეხსენებინა ეს საკითხი / თემა შემდეგში; he several times referred to the increase in expenditure მან რამდენჯერმე მიუთითა ხარჯების ზრდაზე; he never refers to it არასდროს ლაპარაკობს ამის შესახებ; we will not refer to it again ამ თემას არასდროს ვახსენებთ; whom / who / are you referring to? ვის გულისხმობთ? ვინ გყავთ მხედველობაში? I refer to you თქვენზე ვსაუბრობ; I am not referring to you თქვენ არ მყავხართ მხედველობაში; referred to as Smith სახელდებული როგორც სმითი; in cases referred to above ზემოთ მითითებულ / ხსენებულ შემთხვევებში;

2. ʘ ვინმეს, რაიმეს ეხება, უკავშირდება; the term "Arts" refers to humanities and social sciences ტერმინი "Arts" ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებს ეხება / აღნიშნავს; the figures in the left-hand column refer to our sales abroad ციფრები მარცხენა სვეტში უჩვენებენ ჩვენი საქონლის გაყიდვის კოეფიციენტს საზღვარგარეთ; the regulation refers only to children ეს წესი მხოლოდ ბავშვებს ეხება;

3. მოძებნა (მოძებნის) ცნობარში, ლექსიკონში და ა.შ.; ცნობარის და ა.შ. გამოყენება, ხმარება; ცნობების შეგროვება; to refer to a dictionary [to a map] ლექსიკონში [რუკაზე] მოძებნა / მოძიება; he referred to his watch for the exact time საათს დახედა ზუსტი დროის გასაგებად; the speaker referred to his notes ორატორმა კონსპექტში / ტექსტში ჩაიხედა; to refer to a former employer for a character ვინმეზე ცნობების მოძიება ყოფილი დამსაქმებლისგან;

refectory referable

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0541