1. 1) გამოჯანმრთელება (გამოჯანმრთელდება), მორჩენა; he will soon recover from his wounds ჭრილობები მალე შეუხორცდება; მალე გამოჯანმრთელდება; the patient is recovering პაციენტი გამოჯანმრთელების გზაზეა; he recovered slowly after his long illness ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ნელ-ნელა მომჯობინდა; to recover / to be recovered / from sickness გამოჯანმრთელება, ავადმყოფობის შემდეგ გამოკეთება; I am quite recovered from my cold სრულიად გამოვკეთდი, გაციებამ სავსებით გამიარა;
2) გაუმჯობესება (˂გა˃უმჯობესდება), გამოკეთება, გამოსწორება (რთული მდგომარეობის და მისთ. შემდეგ); the economy was quick to recover after the election არჩევნების შემდეგ ეკონომიკა სწრაფად გამოკეთდა / არჩევნებამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა; prices have recovered ფასები დასტაბილურდა; business is recovering ბიზნეს აქტივობა ძალას იკრებს;
3) (from) ამა თუ იმ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა (გამოვა), ფეხზე დადგომა; გონს მოსვლა / მოგება; to recover from a defeat [from a disaster] მარცხის [უბედურების] შემდეგ ფეხზე დადგომა; to recover from the effects of a war ომით მიყენებული ჭრილობების მოშუშება; he could not recover from his astonishment გაოცებისაგან გონს ვერ მოეგო; he sat down to recover from his agitation იგი ჩამოჯდა, მღელვარება რომ დაეოკებინა;
2. დაბრუნება (˂და˃აბრუნებს), გადახდა, ანაზღაურება; to recover loss ზარალის ანაზღაურება / კომპენსირება; to recover a debt ვალის გადახდევინება / ამოღება; many companies recovered their costs within six months ბევრმა კომპანიამ გაწეული ხარჯები ექვს თვეში აინაზღაურა; to recover lost time დაკარგული დროის ანაზღაურება;
3. 1) პოვნა და დაბრუნება (იპოვის და ˂და˃აბრუნებს) [იხ. აგრ. recovery operations]; the crew of the helicopter which was brought down have all been recovered ჩამოგდებული შვეულმფრენის ეკიპაჟის ყველა წევრი ნაპოვნი და დაბრუნებულია; four paintings stolen from the gallery have been recovered სურათების გალერეიდან მოპარული ოთხი ნახატი იპოვეს და უკან დააბრუნეს;
2) რისამე ბრძოლით უკან დაბრუნება (˂და˃იბრუნებს); to recover country [territory, a conquered town] ქვეყნის [ტერიტორიის, დაპყრობილი ქალაქის] მოწინააღმდეგისაგან ბრძოლით დაბრუნება; to recover lost ground დაკარგული პოზიციების დაბრუნება; to recover a lost throne სამეფო ტახტის დაბრუნება; to recover land from the sea ზღვისთვის ხმელეთის წართმევა;
3) ხელახლა მოპოვება (მოიპოვებს); to recover smb.'s affection ვისიმე სიყვარულის ხელახლა მოპოვება; to recover one's peace of mind სულიერი სიმშვიდის მოპოვება; to recover one's courage გამბედაობის მოკრება; to recover one's self-possession სიმშვიდის შენარჩუნება, საკუთარი თავის ხელში აყვანა; he recovered his voice [his appetite] ხმა [ჭამის მადა] დაუბრუნდა; to recover sight [hearing] მხედველობის [სმენის] აღდგენა; to recover one's breath სულის მოთქმა; to recover one's feet / one's legs / ფეხზე დადგომა / წამოდგომა (დაცემის, ავადმყოფობის შემდეგ); to recover one's balance წონასწორობის აღდგენა; to recover one's reputation as an artist ხელოვანის რეპუტაციის აღდგენა; to recover oneself / consciousness / გონს მოსვლა, ცნობიერების დაბრუნება; to recover one's liberty თავისუფლების მოპოვება;
4. (
აგრ. oneself)
უწინდელი მდგომარეობის, პოზიციის, სტატუსის და ა.შ. დაბრუნება (
˂და
˃იბრუნებს), აღდგენა; the team recovered its lead in the second half გუნდმა ლიდერობა მეორე ტაიმში / ნახევარში დაიბრუნა; the car swerved but soon recovered itself მანქანა მოცურდა, მაგრამ მალევე გაასწორა სვლა; to recover from a stumble წაბორძიკებისას წონასწორობის შენარჩუნება;
5. ტექ. 1) აღდგენა (აღადგენს), გარემონტება; რეგენერირება; the tank has been recovered ტანკი შეაკეთეს / გაარემონტეს;
2) ხელახლა გამოყენება (˂გამო˃იყენებს); უტილიზება;
6. 1) კომერც. უკან მიღება (˂მი˃იღებს), ინკასირება; to recover damages ზარალზე კომპენსაციის მიღება;
2) იურ. ქონების ან ქონებაზე უფლების დაბრუნება (˂და˃იბრუნებს) / ზარალის გადახდევინება სასამართლო წესით.