1.
ჩანაწერი; წერილობითი ანგარიში; to destroy records ჩანაწერების განადგურება;
historical records საარქივო ჩანაწერები; this is the record that I wanted ეს ის ჩანაწერია,
რომელიც მე მინდოდა; to make a record of smth. რისამე ჩაწერა; to keep a record
of a conversation საუბრის ჩანაწერის წარმოება [შდრ. აგრ. 2 1)]; I
can find no record of it წერილობითი სახით ვერსად მოვიძიე; to be on record ʘ დოკუმენტურად
დადასტურებულია, წერილობით დაფიქსირებულია [შდრ. აგრ. 3 1) და ◇]; this is the hottest
summer on record ყველაზე ცხელი ზაფხულია, რაც კი აქამდე დაფიქსირებულა; it is on record
that ... ცნობილია, რომ ...; medical / health / record მედ. პაციენტის
ავადმყოფობის ისტორია; the information we have on record ინფორმაცია, რომელიც ჩვენს
ხელთაა;
2. 1) აღრიცხვა, დაფიქსირება, რეგისტრაცია; to keep a record
of road accidents საგზაო შემთხვევების აღრიცხვა [შდრ. აგრ. 1];
there was no record of any man with those initials ასეთი ინიციალებით არავინ იყო
დაფიქსირებული; record of attendances დამსწრეთა სია / რეგისტრაცია; his record of
attendances is bad იგი ხშირად აცდენს / არ ესწრება;
2) pl დოკუმენტაცია; სააღრიცხვო
ანგარიშგებითი დოკუმენტები; ანგარიშგებითი მასალები; მონაცემები; field records სპეც.
საველე ჟურნალის მონაცემები; საველე მონაცემები; public records საჯარო ხასიათის მონაცემები
(ვისიმე დაბადების, გარდაცვალების და ა.შ. შესახებ);
3. 1) ოქმი,
ჩანაწერი (სხდომისა, ცდისა, გვამის გაკვეთისა და მისთ.); სტენოგრამა; ოფიციალური
დოკუმენტი; official record ოფიციალური დოკუმენტი; on / upon, in / record ოქმში შეტანილი,
რეგისტრირებული [შდრ. აგრ. 1 და ◇]; to enter on the records
ოქმში შეტანა; I want to be on record as having ... გთხოვთ შეიტანოთ ოქმში, რომ მე
...;
abstract
of record ამონაწერი ოქმიდან; record of evidence მოწმის დაკითხვის ოქმი;
2) pl
იურ. საქმის წერილობითი მასალები;
3) pl არქივი; records of the
Foreign Office საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივი; keeper of the records არქივარიუსი,
რეგისტრატორი;
4. 1)
ვისიმე, რისამე წარსული; a good [a bad]
record კარგი [ცუდი] წარსული; he made a fluff when he called attention to his
record
იგი შეცდა, როდესაც თავის წარსულზე გაამახვილა ყურადღება; smb.'s
track record ვისიმე დოსიე / წარსული მიღწევების ნუსხა; ვისიმე ნამსახურობის ნუსხა;
criminal record კრიმინალური წარსული, წარსულში ჩადენილ დანაშაულთა ნუსხა;
2) მიღწევები;
მოღვაწეობის შედეგები; the committee's record to date კომიტეტის მიღწევები დღევანდლამდე;
the committee's record is not unimpressive კომიტეტმა საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა;
5. 1) სპორტ. რეკორდი; to
break / to beat / the record რეკორდის მოხსნა; to set a new record ახალი რეკორდის
დამყარება; to equal / ამერ. აგრ. to tie / the record რეკორდის გამეორება;
an all-time record ყველა დროის რეკორდი, დიდი ხნის მოუხსნელი რეკორდი;
two records fell ორი რეკორდი მოიხსნა; an Olympic record ოლიმპიური რეკორდი; to
hold a record ʘ რეკორდსმენია, რეკორდის მფლობელია; her record has stood for
years მისი რეკორდი წლების განმავლობაში არ მოხსნილა;
2) რისამე ხარისხის, რაოდენობის
და ა.შ. სარეკორდო / უკიდურესად მაღალი ან დაბალი მაჩვენებელი
/ დონე;
6. 1) გრამფირფიტა; long-playing record, LP record ხანგრძლივდასაკრავი
ფირფიტა;
2) აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი; sound record ფონოგრამა;
sound-and-picture record ფოტოფონოგრამა;
7. ისტორიული ძეგლი (ითქმის
ქანდაკების, ნახატის, ხელნაწერის და მისთ. შესახებ); written record წერილობითი ძეგლი;
the records of medieval life in the British Museum ბრიტანეთის მუზეუმში დაცული შუასაუკუნეების
ექსპონატები; to put / to place oneself / on record საკუთარი თავის უკვდავყოფა, ისტორიაში
კვალის დატოვება [შდრ. აგრ. ◇];
8. (the) უპირატ. იურ.
საქმის არსი; to keep to the record ʘ საქმის არსს მიჰყვება, საქმის არსიდან არ უხვევს; to travel out of
the record საქმის არსიდან გადახვევა;
9. იურ., ბიბლ. დამოწმება,
დადასტურება; მოწმე; to bear record to ფაქტების ჭეშმარიტების დამოწმება / დადასტურება;
I can bear record to his good character შემიძლია დავადასტურო მისი კეთილსინდისიერება;
to call / to take / to record მოწმედ მოყვანა / მოხმობა; God is my record that
... ღმერთია მოწამე, რომ ...;
10. მოძვ., პოეტ. მეხსიერება;
to pass from record მეხსიერებიდან წაშლა; უკვალოდ გაქრობა;
11. კომპ. ჩანაწერი (ინფორმაციული
ერთეული ზოგიერთი პროგრამირების ენაში);
⌇ record collection გრამფირფიტების კოლექცია;
record company ხმის ჩამწერი კომპანია; Record Office სახელმწიფო არქივი (ინგლისში);
◇ on (the) record
ოფიციალური; საჯარო, ღია; საჯაროდ გამოცხადებული; პრესაში გამოსაცხადებლად განკუთვნილი
(ითქმის განცხადების და მისთ. შესახებ) [შდრ. აგრ. 1 და
3 1)]; to place on record დაფიქსირება; I want to place on record that
... მინდა ღიად განვაცხადო, რომ ...; to go / to put oneself / on record ოფიციალურად
განცხადება; პრესისთვის განცხადების გაკეთება [შდრ. აგრ. 7]; off the record კონფიდენციალური, არაოფიციალური,
პრესისათვის / პროტოკოლისათვის რომ არ არის განკუთვნილი; I'd like to emphasize
that anything said here is strictly off the record მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ
ყოველივე აქ თქმული კონფიდენციალურია / არაოფიციალურია; of record ა) დაფიქსირებული;
ჩაწერილი; a matter of record დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი; a partner of
record ოფიციალური პარტნიორი; ბ) ყველასთვის ცნობილი, ცხადი; their enmity was a
matter of record for years მათი მტრობის ამბავი დიდი ხანია ყველასათვისაა ცნობილი;
გ) სანდო, ავტორიტეტული (ითქმის საინფორმაციო წყაროს შესახებ); a newspaper
of record ავტორიტეტული გაზეთი; record of service ნამსახურობის სია; to
keep the record straight სიმართლის დამახინჯების არდაშვება / აღკვეთა; to
set / to put / the record straight ა) ოქმში, დოკუმენტში და მისთ. შესწორების
შეტანა; ბ) შეცდომის გასწორება; გაუგებრობის აღმოფხვრა; გ) რისამე შესახებ
სიმართლის თქმა; რაიმეში სიცხადის შეტანა; I want to set the record
straight ≅ მინდა აგიხსნათ, რომ
თქვენ ცდებით; for the record ა) ოფიციალური განცხადებისთვის / გამოქვეყნებისთვის;
ბ) საუბ. ცნობისათვის; სხვათა შორის; for the record, I have never been there ცნობისთვის,
არასდროს ვყოფილვარ იქ; to sound like a broken
record
მოშლილი გრამფირფიტასავით
ერთსა და იმავეზე ლაპარაკი / ერთი და იმავე რამის გამეორება.