1. იშვ. ხელახლა შეგროვება (˂შე˃აგროვებს) / შეკრება; თავის მოყრა (ძალებისა და მისთ.); to recollect what was scattered or dispersed მიმოფანტულის შეგროვება; the shepherd recollected his flock მწყემსმა მიმოფანტულ ფარას ერთად მოუყარა თავი;
2. 1) აზრის, ძალების და მისთ. მოკრება (˂მო˃იკრებს); to recollect one's thoughts [one's spirits] აზრების [სულიერი ძალების] მოკრება; to recollect one's strength ძალების დაძაბვა / მობილიზება; to recollect one's courage მხნეობის / გამბედაობის მოკრება;
2) კონცენტრაციის მოხდენა (˂მო˃ახდენს), ყურადღების კონცენტრირება; to recollect oneself ყურადღების მოკრება / კონცენტრირება; to recollect oneself in prayer ლოცვაში ჩაღრმავება;
3) დაწყნარება (˂და˃აწყნარებს), დამშვიდება; to recollect oneself თავის ხელში აყვანა; he recollected himself in time დროზე აიყვანა თავი ხელში, დროზე მოეგო გონს; his heart beat violently and he stopped to recollect himself მას საშინლად უცემდა გული, იგი შეჩერდა, რათა ცოტათი დაწყნარებულიყო.