1. თანდათანობით უკან დახევა (˂და˃იხევს), უკან დაწევა; უკუქცევა; უკუსვლა; the flood waters had receded მოვარდნილმა წყალმა უკან დაიხია / იკლო; the ship recedes from the shore გემი თანდათან შორდება ნაპირს; to recede into the background ა) უკანა პლანზე გადასვლა; ბ) მნიშვნელობის დაკარგვა;
2. 1) თანდათანობით განელება (˂გა˃ნელდება), გაყუჩება (ტკივილისა, გრძნობისა, მოგონებისა და ა.შ.); even painful memories recede with time დრო მტკივნეულ მოგონებებსაც კი აყუჩებს; hope receded იმედი გაქრა / გადაიწურა;
2) თანდათანობით შესუსტება (˂შე˃სუსტდება), გაუჩინარება, გაქრობა (ბგერისა, გამოსახულებისა და ა.შ.); his footsteps receded down the corridor მისი ფეხის ხმა დერეფნის ბოლოს მიწყდა; the coastline receded into the distance ზღვის სივრცეში სანაპირო ხაზი თანდათან გაუჩინარდა; she watched his receding figure ქალი უყურებდა, როგორ უჩინარდებოდა მისი სილუეტი; to recede from view ʘ თვალს მიეფარა, გაუჩინარდა;
3. თმის გაცვენა (˂გა˃სცვივდება), გამელოტება (განსაკ. შუბლიდან; ითქმის მამაკაცის შესახებ); a middle-aged man with receding hair გამელოტებული შუახნის მამაკაცი; his hair is receding თმა სცვივა, მელოტდება;
4. ʘ დაქანებულია (
ითქმის ნიკაპის / შუბლის შესახებ); a man with a chin that recedes მამაკაცი, რომელსაც დაქანებული ნიკაპი აქვს;
5. იშვ. უარის თქმა (იტყვის), უარყოფა, უკან წაღება (სიტყვისა, ნათქვამისა და მისთ.); to recede from an opinion [from a promise] შეხედულებაზე [დაპირებაზე] უარის თქმა; to recede from a contract კონტრაქტზე ხელის აღება;
6. დაკლება (˂და˃იკლებს) ფასებისა, აქციებისა; prices have receded ფასებმა იკლო.