ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

reach II
[ri:tʃ]
ბეჭდვა
v

1. 1) ამა თუ იმ ადგილამდე მისვლა (მივა), მიღწევა; they didn't reach the border until after dark მათ საზღვარს დაღამებულზე მიაღწიეს; to reach the summit of the mountain მთის მწვერვალს მიღწევა; the museum can be reached by public transport მუზეუმთან მისვლა შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით; I hope this letter reaches you ვიმედოვნებ, ეს წერილი თქვენამდე მოაღწევს; your letter reached us yesterday ოფიც. თქვენი წერილი გუშინ მივიღეთ; the money will reach your bank account within two days ფული თქვენს საბანკო ანგარიშზე ორ დღეში ჩაირიცხება;

2) ვისიმე ყურამდე მისვლა (მივა); the rumours eventually reached the President ჭორებმა / მითქმა-მოთქმამ საბოლოოდ პრეზიდენტის ყურამდე მიაღწია; not a sound reached our ears არანაირი ხმაური არ აღწევდა ჩვენს ყურთასმენას;

2. 1) ამა თუ იმ ზომამდე / დონემდე გაზრდა (˂გა˃იზრდება), ამა თუ იმ ზომის / დონის მიღწევა; daytime temperatures can reach 40°C დღისით ტემპერატურა ცელსიუსით 40 გრადუსამდე იზრდება / 40 გრადუსს აღწევს;

2) ამა თუ იმ ეტაპამდე მისვლა (მივა), ამა თუ იმ ეტაპის მიღწევა; the conflict has now reached a new level of intensity კონფლიქტმა დაძაბულობის ახალ ეტაპს მიაღწია; the negotiations have reached deadlock მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა; team reached the semi-finals გუნდმა ნახევარფინალს მიაღწია, გუნდი ნახევარფინალში გავიდა;

3) ამა თუ იმ ასაკამდე მიღწევა (˂მი˃აღწევს), ამა თუ იმ ასაკის შესრულება; to reach middle age [adolescense] შუა ხნის [ყმაწვილობის] ასაკს მიღწევა; to reach old age სიბერემდე მიტანება / ცხოვრება; he has reached the age of sixty სამოცი წელი შეუსრულდა;

3. ამა თუ იმ მიზნის მიღწევა (˂მი˃აღწევს); to reach a conclusion დასკვნამდე მისვლა; to reach a compromise [a goal, consensus] კომპრომისის [მიზნის, კონსენსუსის] მიღწევა; politicians again failed to reach an agreement პოლიტიკოსებმა კვლავ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას; to reach a decision გადაწყვეტილების მიღება; to reach the object of one's desires საკუთარი სურვილებისთვის ხორცის შესხმა; to reach success early in life ახალგაზრდობაშივე წარმატების მიღწევა; to reach perfection სრულყოფილების მიღწევა;

reach I reachability

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0164