ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

range¹ II verb
[reɪndʒ]
ბეჭდვა

1. გარკვეულ ფარგლებში / საზღვრებში მერყეობა (მერყეობს); the estimates of the damage range between $1 million and $5 million ზარალის ოდენობა ერთიდან ხუთ მილიონ დოლარამდე მერყეობს; she has had a number of different jobs, ranging from chef to swimming instructor მას უამრავ სხვადასხვა ადგილას უმუშავია, დაწყებული შეფ-მზარეულიდან – დამთავრებული ცურვის ინსტრუქტორით; the children ranged in age from two to five years ბავშვების ასაკი მერყეობდა ორიდან ხუთ წლამდე; the sneakers range in price from $25 to $100 ბოტასების ფასები მერყეობს ოცდახუთი დოლარიდან ას დოლარამდე;

2. წიგნ. დამწკრივება (˂და˃ამწკრივებს), ჩამწკრივება, ერთ რიგად / ერთ ხაზზე დაწყობა; the delegates ranged themselves around the table დელეგატები მაგიდის გარშემო დამწკრივდნენ; photographs ranged along the wall ფოტოსურათები, რომლებიც კედელზე ერთ ხაზზე ეკიდა; to range books on a shelf according to size თაროზე წიგნების ზომის მიხედვით დაწყობა;

3. (along, with) ʘ რისამე გასწვრივ არის გადაჭიმული; რაიმეს პარალელურად მიუყვება / მისდევს; houses that ranged along the railway სახლები, რომლებიც რკინიგზის გასწვრივ იყო ჩამწკრივებული; the mountains range north and south მთები გადაჭიმულია ჩრდილოეთისა და სამხრეთისაკენ; the line of cliffs ranges very closely with river სალი კლდეების ზოლი თითქმის პარალელურად მიუყვება მდინარეს;

range¹ I range²

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0579