![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
1. ბოცვრის სორო; the sandy bank was covered with rabbit holes ქვიშის ნაპირი დაფარული იყო ბოცვრის სოროებით; 2. საუბ. რთული / გამოუვალი მდგომარეობა; 3. საუბ. რაიმეთი გატაცება, რაიმეში ჩათრევა; ◇ down the rabbit hole ა) რაიმეში გახლართვა; რაიმე მორევში ჩათრევა; რაიმეში ჩაფლობა; if we’re going to understand the role that conspiracy theories play in our societies – how they affect our politics, our culture, and how they can draw our loved ones down obsessive rabbit holes – we need to understand their history თუ გვსურს გავიგოთ შეთქმულების თეორიების როლი ჩვენს საზოგადოებებში – როგორ ზემოქმედებენ ისინი ჩვენს პოლიტიკაზე, კულტურაზე და როგორ შეუძლიათ ჩვენი საყვარელი ადამიანები აკვიატებული აზრების მორევში ჩაითრიონ – ჩვენ უნდა გავიგოთ მათი ისტორია; I have been down the rabbit hole of building a new home სახლის მშენებლობა დავიწყე და მაგრად გავიხლართე; this is a journey plan for the route many conspiracy believers take: a map of the rabbit hole that people fall down ეს არის ის გზა, რომელსაც შეთქმულების თეორიის ბევრი მიმდევარი გადის, ეს არის ხაფანგი, რომელშიც ადამიანები ცვივიან; ბ) რაიმე ინფორმაციის ძიებაში შეყოლა (განსაკ. ინტერნეტში); რაიმე ინტერესის სფეროში ჩათრევა / ჩაფლობა; if you want to go down the rabbit hole on this topic, read on, and buckle up – this is going to be long თუ ამ თემაზე მეტი ინფორმაციის მოძიება გჭირდება და ძირისძირამდე უნდა ჩაჰყვე, გააგრძელე კითხვა და კარგად მოემზადე – ეს დიდ დროს წაიღებს; I fell into this rabbit hole of folk music ხალხურმა მუსიკამ გამიტაცა / ჩამითრია. |
||||
![]() |
![]() |
|||
| rabbit food | rabbit punch |