ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

qualification noun
[͵kwɒlɪfɪʹkeɪʃn]
ბეჭდვა

1. კვალიფიკაცია, ამა თუ იმ თანამდებობის და ა.შ. დაკავების უფლება (სათანადო კურსების და ა.შ. გავლის დოკუმენტ˂ებ˃ით დადასტურებული); ამა თუ იმ კვალიფიკაციის მიმნიჭებელი დოკუმენტ˂ებ˃ი; a doctor's qualification ექიმის კვალიფიკაცია / დიპლომი; nursing qualification მედდის კვალიფიკაცია / სერტიფიკატი; teaching qualification მასწავლებლის კვალიფიკაცია (მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად საჭირო საკვალიფიკაციო დოკუმენტები: დიპლომი, სერტიფიკატი და მისთ.); paper qualifications ამა თუ იმ კვალიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტები; academic [vocational] qualifications აკადემიური [პროფესიული] კვალიფიკაცია / ხარისხი; to acquire / to gain, to get, to obtain / qualifications კვალიფიკაციის მიღება / მოპოვება; I haven't got any qualifications in science არავითარი სამეცნიერო ხარისხი არა მაქვს;

2. კვალიფიკაცია (ამა თუ იმ საქმიანობისათვის საჭირო ცოდნა, გამოცდილება და ა.შ.); კომპეტენტურობა; პროფესიონალიზმი; the applicant with the best qualifications ამა თუ იმ თანამდებობისათვის საუკეთესო კვალიფიკაციის მქონე / ყველაზე შესაფერისი კანდიდატი; to have outstanding qualification to do smth. დიდი ცოდნის / კვალიფიკაციის ქონა რისამე გასაკეთებლად;

3. 1) შეზღუდვა; შემზღუდველი / მალიმიტირებელი შენიშვნა / შესწორება; the committee expressed support for our plans but with certain qualifications კომიტეტმა გამოხატა ჩვენი გეგმების მხარდაჭერა, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით;

2) ცენზი; age qualification ასაკობრივი ცენზი; electoral qualification საარჩევნო ცენზი;

Quaker qualified

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0397