1. საზოგადოებრივი; public opinion [support] საზოგადოებრივი აზრი [მხარდაჭერა]; in the public interest საზოგადოებრივ / საზოგადოების ინტერესებში; to increase public awareness of the issues საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ამ საკითხებთან დაკავშირებით; a public figure საზოგადო მოღვაწე;
2. საერთო სახალხო; a public education system სახალხო განათლების სისტემა;
3. საზოგადოებრივი, კომუნალური, საზოგადოებრივი დანიშნულებისათვის განკუთვნილი; public parks საზოგადოებრივი პარკები; public toilet / lavatory / საზოგადოებრივი საპირფარეშო / ტუალეტი; smoking should be banned in public places მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უნდა აიკრძალოს;
4. სახელმწიფო, ეროვნული, ნაციონალური; public spending სახელმწიფო ხარჯები; public funds ა) სახელმწიფო ფონდები; ბ) სახელმწიფო თანხები; public office სახელმწიფო თანამდებობა; public ownership სახელმწიფო საკუთრება; public holiday ოფიციალური დასვენების დღე, საერთო ეროვნული დღესასწაული;
5. საჯარო, საქვეყნო; public library საჯარო ბიბლიოთეკა; a public announcement [apology] საჯარო განცხადება [მობოდიშება]; to make public საჯაროდ გამოცხადება / გამოქვეყნება;
6. ხალხმრავალი, ხალხით სავსე; let's go somewhere a little less public მოდი, უფრო წყნარ / მყუდრო ადგილას წავიდეთ;
◇ to go public ა) საჯაროდ / საქვეყნოდ განცხადება, ყველასათვის თქმა / მოყოლა (ამა თუ იმ საიდუმლოს, სკანდალის და მისთ. შესახებ); ბ) ეკონ., იურ. საჯარო / ღია კომპანიად გახდომა (აქციების გამოშვების გზით – ითქმის კერძო / დახურული სააქციო საზოგადოების შესახებ); to be in the public eye ʘ საყოველთაო ყურადღების ცენტრშია; ცნობილი პიროვნებაა; ხშირად ფიგურირებს საინფორმაციო საშუალებებში.