1. რისამე გამოწვევა (˂გამო˃იწვევს); his remarks prompted a lot of discussion მისმა შენიშვნებმა დიდი კამათი / დისკუსია გამოიწვია; his speech prompted an angry outburst from a man in the crowd მისმა სიტყვამ დამსწრე ხალხში მდგომი ერთ-ერთი მამაკაცის ხმამაღალი აღშფოთება გამოიწვია; this revelation prompted the mayor's resignation ამ ფაქტ˂ებ˃ის გამოაშკარავებას ქალაქის მერის გადადგომა მოჰყვა შედეგად; the sight of the ships prompted thoughts of his distant home გემების დანახვამ შორეული სამშობლოს მოგონებები გამოიწვია მასში / აღუძრა მას; my choice was prompted by a number of considerations ჩემი არჩევანი მთელი რიგი მოსაზრებებით იყო გამოწვეული / ნაკარნახები;
2. რისამე გაკეთებინება (˂გა˃აკეთებინებს), გადაწყვეტინება, რაიმესკენ ბიძგება; what prompted you to say that? ეს რამ გათქმევინა? I don't know what prompted him to leave არ ვიცი, რის გამო წავიდა / რამ აიძულა წასულიყო; his evasive reply prompted me to ask another question მისმა მიკიბულ-მოკიბულმა პასუხმა მაიძულა / მიბიძგა, მისთვის კიდევ ერთი კითხვა დამესვა; the birth of my first child prompted me to write this article ამ სტატიის დაწერა ჩემი პირველი შვილის გაჩენამ გადამაწყვეტინა;
3. სიტყვის შეშველება (˂შე˃აშველებს), ლაპარაკის განსაგრძობად ან დასაწყებად ვისიმე წახალისება (პაუზისას, მოლაპარაკის გაუბედაობის ან დაბნეულობის დროს და მისთ.); "I can't decide." said she "Decide what?" prompted Joseph "ვერ გადამიწყვეტია", თქვა ქალმა – "რა ვერ გადაგიწყვეტიათ?" სიტყვა შეაშველა / ჰკითხა ჯოზეფმა; "go on," the psychotherapist prompted him "განაგრძეთ", უთხრა მას ფსიქოთერაპევტმა; "and then what happened?" he prompted "და მერე რაღა მოხდა?" ჰკითხა მან გაჩუმებულ მოლაპარაკეს; "but, what?" he prompted, after a pause " მაგრამ რა?" იკითხა მან პაუზის შემდეგ; to prompt a witness in court სასამართლოში მოწმისათვის სიტყვის შეშველება / სათქმელის ჩამოყალიბებაში დახმარება; without being prompted, she began to apologize ისე რომ მისთვის არავის არაფერი უთქვამს, მან ბოდიშების მოხდა დაიწყო;
4. კომპ. მომხმარებლისთვის შეხსენება (
˂შე
˃ახსენებს); მოთხოვნა (
ამა თუ იმ მოქმედებისა, ოპერაციისა და მისთ.); the program will prompt you to enter data where required სადაც საჭირო იქნება, პროგრამა მონაცემების შეყვანას შეგახსენებს / მოგთხოვს; a message will appear which will prompt you for certain information
ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება, რომელიც გარკვეულ ინფორმაციას მოგთხოვს / გარკვეული ინფორმაციის შეყვანას შეგახსენებს;
5. 1) კარნახი (უკარნახებს, კარნახობს), სათქმელის შეხსენება (მოლაპარაკისთვის, ორატორისთვის და მისთ.); it was like being prompted in an examination, and being unable to catch the word თითქოს გამოცდის დროს სათქმელს მკარნახობდნენ, მე კი სიტყვას ვერ ვიგებდი / ვერ ვარჩევდი;
2) თეატრ. სუფლიორობა (სუფლიორობს), როლის კარნახი (მსახიობისთვის); the leading actress needed to be prompted three times წამყვან მსახიობ ქალს სამჯერ დასჭირდა სუფლიორის კარნახი.