ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

promotion noun
[prəʹməʊʃn]
ბეჭდვა

1. (to) 1) სამსახურებრივი დაწინაურება, უფრო მაღალ / უფრო მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე გადაყვანა; her promotion to Senior Editor is now official იგი ახლა უკვე ოფიციალურად არის დაწინაურებული / გადაყვანილი უფროსი რედაქტორის თანამდებობაზე; his promotion to Sales Manager took us by surprise გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე მისი დაწინაურება / გადაყვანა ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა; did he get / was he given / the promotion he wanted? დააწინაურეს / გადაიყვანეს იგი იმ თანამდებობაზე, რომელიც მას სურდა? the new job is a promotion for him ახალი სამუშაო / თანამდებობა მისთვის დაწინაურებას წარმოადგენს; she wanted a job with good prospects for promotion მას ისეთი სამსახურის შოვნა უნდოდა, სადაც დაწინაურების კარგი პერსპექტივები ექნებოდა [შდრ. აგრ. ]; his promotion means he's £200 a week better off მისი სამსახურებრივი დაწინაურება იმას ნიშნავს, რომ იგი კვირაში 200 გირვანქა სტერლინგით მეტს მიიღებს;

2) სამხ. დაწინაურება, უფრო მაღალი წოდების მინიჭება (სამხედრო მოსამსახურისთვის); on his promotion to captain he decided to get married როდესაც იგი კაპიტნად დააწინაურეს, მან ცოლის შერთვა გადაწყვიტა;

2. (to) სპორტ. უფრო მაღალ ლიგაში / დივიზიონში და მისთ. გადასვლა (გუნდისა) [შდრ. აგრ. relegation]; their chances of promotion to the Premier League are pretty poor ამ გუნდს პრემიერ-ლიგაში გადასვლის მინიმალური შანს˂ებ˃ი აქვს; Fiorentina's win against Palermo last night has considerably increased their chances of promotion this season გუშინ საღამოს "პალერმოსთან" გამარჯვების შემდეგ "ფიორენტინას" შანსები, ამ სეზონში უმაღლეს დივიზიონში / სერია A-ში გადავიდეს, მნიშვნელოვნად გაიზარდა;

3. განსაკ. კომერც. პროდუქტის გაყიდვის / რეალიზაციის ხელშეწყობა, პოპულარიზაცია, რეკლამა; სარეკლამო აქცია, სარეკლამო ღონისძიებები; as sales manager he'll be very involved in the promotion and marketing of the product გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის პროცესში იგი აქტიურად იქნება ჩართული ამ პროდუქტის რეკლამირებასა და მარკეტინგში; the budget for advertising and promotions რეკლამასა და სარეკლამო აქციებზე გამოყოფილი ბიუჯეტი; there was a promotion in the supermarket and they were giving away free glasses of wine სუპერმარკეტში სარეკლამო აქცია იყო და მიმსვლელებს უფასოდ უმასპინძლდებოდნენ ჭიქა ღვინით; they're giving away free T-shirts as a special promotion სპეციალური სარეკლამო აქციის ფარგლებში სპორტულ მაისურებს არიგებენ; a ban on the promotion of tobacco products თამბაქოს პროდუქტების რეკლამირების აკრძალვა;

promoter promotional

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0152