ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

promote verb
[prəʹməʊt]
ბეჭდვა

1. ხელის შეწყობა (˂შე˃უწყობს), მხარის დაჭერა, დახმარება, წახალისება (რისამე განვითარებისა, ზრდისა, გავრცელებისა და მისთ.); to promote peace [reform] მშვიდობის შენარჩუნებისთვის / დაცვის საქმისთვის [რეფორმ˂ებ˃ის გატარებისთვის] ხელის შეწყობა; the Government is committed to promoting the development and use of public transport მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და გამოყენებას; a meeting to promote trade between Turkey and the UK შეხვედრა, რომლის მიზანიცაა თურქეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობის წახალისება / ვაჭრობის განვითარებისთვის ხელის შეწყობა; a campaign to promote recycling ნარჩენების უტილიზაციის / რეცირკულირების წასახალისებელი კამპანია; you don't have to sacrifice environmental protection to promote economic growth ეკონომიკური ზრდისთვის ხელის შესაწყობად სულაც არ არის საჭირო გარემოს დაცვაზე უარის თქმა; milk promotes growth რძე ზრდას უწყობს ხელს; a report recently suggested that sugary foods promote breast cancer ამ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ზედმეტად შაქრიანი კვების პროდუქტები მკერდის კიბოს განვითარებას / წარმოქმნას უწყობს ხელს; to promote a bill in Parliament პარლამენტში კანონპროექტის შეტანა და მისთვის მხარის დაჭერა; პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღებისთვის ხელის შეწყობა; this politician promoted the idea of a classless society ეს პოლიტიკოსი უკლასო საზოგადოების იდეას უჭერდა მხარს / უწევდა პროპაგანდას;

2. რისამე გაყიდვისთვის / რეალიზაციისთვის ხელის შეწყობა (˂შე˃უწყობს), პოპულარიზება, რეკლამირება; a big advertising campaign to promote our new toothpaste დიდი სარეკლამო კამპანია ჩვენი ახალი კბილის პასტის პოპულარიზების მიზნით; advertising companies are always having to think up new ways to promote products სარეკლამო კომპანიებს გამუდმებით უხდებათ პროდუქტების გასაღებისთვის ხელის შეწყობის ახალი გზების მოფიქრება; the band is promoting their new album მუსიკალური ანსამბლი თავისი ახალი ალბომის პოპულარიზაციას / რეკლამირებას ეწევა; she's in Liverpool to promote her new book იგი ლივერპულში იმყოფება თავისი ახალი წიგნის პოპულარიზაციის / რეკლამირების მიზნით; the new face cream is being promoted as a miracle cure for wrinkles ახალ სახის კრემს რეკლამას უწევენ, როგორც ნაოჭების მოსაშორებელ სასწაულთმოქმედ საშუალებას;

3. მოწყობა (˂მო˃აწყობს), ორგანიზება (კონცერტისა, სპორტული ღონისძიებისა და მისთ.) [იხ. აგრ. promoter 3]; to promote a boxing match კრივის მატჩის ორგანიზება;

promontory promoter

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0407