ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

programme II verb
[ʹprəʊgræm]
ბეჭდვა
ჩვეულ. pass

1. დაგეგმვა (˂და˃გეგმავს), რისამე გეგმის / პროგრამის შედგენა; the final section of the road is programmed for completion next month ამ გზატკეცილის ბოლო მონაკვეთის მშენებლობის დასრულება მომავალ თვეშია დაგეგმილი; what's programmed for this afternoon? დღეს ნაშუადღევისთვის რა არის დაგეგმილი?

2. დაპროგრამება (˂და˃აპროგრამებს), ავტომატურად რისამე გაკეთებინება (ადამიანისთვის ან ცხოველისთვის); we are all genetically programmed to develop certain illnesses ჩვენ ყველანი გენეტიკურად ვართ დაპროგრამებულნი ზოგიერთი სნეულებებით დასაავადებლად; the mother is programmed by Nature to risk her life for her young დედა ბუნების მიერ არის ისე დაპროგრამებული, რომ საკუთარი სიცოცხლეც კი საფრთხეში ჩაიგდოს თავისი ნაშიერის გადასარჩენად; I'm programmed to wake up at seven შვიდ საათზე გაღვიძებაზე ვარ დაპროგრამებული; შვიდ საათზე ავტომატურად მეღვიძება ხოლმე;

3. დაპროგრამება (˂და˃აპროგრამებს), შესასრულებელ ოპერაციათა ამა თუ იმ პროგრამის ჩართვა (საყოფაცხოვრებო ხელსაწყოსი); I've programmed the video to start recording at 7 o'clock ვიდეომაგნიტოფონი ისე დავაპროგრამე, რომ ჩაწერა 7 საათზე დაიწყოს; the central heating system [washing machine, microwave] is programmed to start working at six o'clock ცენტრალური გათბობის სისტემა [სარეცხი მანქანა, მიკროტალღოვანი ღუმელი] ექვს საათზე ჩასართავად არის დაპროგრამებული;

programme I programmed learning

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0455