ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

profit II verb
[ʹprɒfɪt]
ბეჭდვა

1. წიგნ. 1) (by, from) რითიმე სარგებლის ნახვა (ნახავს) / მიღება, სარგებლობა; I profited enormously from working with her მასთან მუშაობამ უდიდესი სარგებელი მომიტანა; მასთან მუშაობა ჩემთვის ძალზე სასარგებლო იყო; farmers are profiting from the new legislation ახალი საკანონმდებლო აქტი ფერმერებისთვის სარგებლის მომტანია; we tried to profit by our mistakes შევეცადეთ ჩვენი შეცდომებიდან სასარგებლო დასკვნები / გაკვეთილი გამოგვეტანა; there are lessons in these stories that all children can profit by არის ამ მოთხრობებში ისეთი ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილები, რომლებიც ბავშვებმა თავის სასარგებლოდ შეიძლება გამოიყენონ;

2) სარგებლის მოტანა (მოუტანს); ʘ სასარგებლოა; bodily exercise does profit for some things ფიზიკური ვარჯიში სასარგებლოა ზოგიერთი თვალსაზრისით; many local people believe the development will profit them მრავალ ადგილობრივ მოსახლეს სჯერა, რომ ეს მოვლენა მათ სარგებელს მოუტანს;

2. (by, from) ფინანსური, კომერციული მოგების მიღება (˂მი˃იღებს), მოგების / სარფის ნახვა; some industries, such as shipbuilding, clearly profited from the war მრეწველობის ზოგიერთ დარგს, მაგალითად გემთმშენებლობას, ომმა აშკარად ფინანსური მოგება მოუტანა.

profit I profitability

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0512