ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

prod II verb
[prɒd]
ბეჭდვა

1. თითის, წვეტიანი საგნის და სხვ. დარტყმა (˂და˃არტყამს) / მირტყმა, ტაკება; I prodded her in the back to get her attention ქალის ყურადღების მოსაპყრობად მას ზურგში ხელი მივარტყი; she prodded him in the ribs to wake him up გასაღვიძებლად ქალმა მას გვერდში ხელი / მუჯლუგუნი გაჰკრა; she prodded the cake with her fork to see if it was cooked მან ნამცხვარს ჩანგალი უჩხვლიტა რათა გაეგო, გამომცხვარი / მზად იყო თუ არა;

2. (into) საუბ. რისამე გასაკეთებლად წაქეზება (˂წა˃აქეზებს), ბიძგება, რისამე გაკეთებინება; რისამე გაკეთების შეხსენება; he finally prodded her into action მან როგორც იქნა მოახერხა ქალის იძულება, ემოქმედა / რაიმე ეღონა; the report should prod the Government into spending more on the Health Service წესით, ამ მოხსენებამ მთავრობა უნდა აიძულოს, მეტი ფული დახარჯოს ჯანდაცვაზე; his remark prodded her to ask what had happened მისმა შენიშვნამ ქალს აკითხვინა, რა მოხდაო.

prod I prodding

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0589