ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

proceed verb
[prəʹsi:d]
ბეჭდვა

1. წიგნ. 1) (with) განგრძობა (განაგრძობს), კვლავაც კეთება / წარმოება (საქმიანობისა, სამუშაოსი და მისთ.); he proceeded with his reading მან კითხვა განაგრძო; before proceeding further, we must define our terms სანამ განვაგრძობდეთ, ჩვენი პირობები უნდა განვსაზღვროთ; we're not sure whether we still want to proceed with the sale დარწმუნებულნი არ ვართ, გვიღირს თუ არა კვლავაც განვაგრძოთ საქონლის გაყიდვა; his lawyers have decided not to proceed with the case მისმა ადვოკატებმა გადაწყვიტეს საქმე შეეწყვიტათ / აღარ ეწარმოებინათ [შდრ. აგრ. 4];

2) ʘ გრძელდება, მიმდინარეობს, წარმოებს; preparations for the festival are now proceeding smoothly ფესტივალის სამზადისი ახლა უკვე სირთულეების გარეშე მიმდინარეობს; the work is proceeding according to plan სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს;

2. (to) რაიმეზე გადასვლა (გადავა); ʘ რაიმეს შეუდგა (განსაკ. ერთი საქმის, მოქმედების და მისთ. დასრულების შემდეგ); we can now proceed to the main business of the meeting ახლა კი შეგვიძლია ჩვენი შეკრების მთავარ თემაზე გადავიდეთ; he took off his coat and proceeded to undo his boots მან პალტო გაიხადა და ფეხსაცმელების თასმების გახსნას შეუდგა; he proceeded to explain იგი ახსნა-განმარტებას მოჰყვა;

3. (to, along, down) წიგნ. საითკენმე სვლა (მიდის), მოძრაობა; the marchers proceeded slowly along the street მარშის მონაწილეებმა ნელა ჩაიარეს ქუჩაზე; she climbed the steps and proceeded along the upstairs hallway იგი კიბეებზე ავიდა და ზედა სართულზე მდებარე დერეფანს გაუყვა; according to the policeman's report, the stolen car was proceeding in a northerly direction პოლიციელის პატაკის მიხედვით, მოპარული მანქანა ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრაობდა; passengers for Madrid should proceed to Gate 21 for boarding მადრიდში მიმავალ მგზავრებს ვთხოვთ მიბრძანდნენ 21- გასასვლელთან თვითმფრინავში ჩასასხდომად;

procedure word proceeding

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0386