![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
1. პრიორიტეტი, უმნიშვნელოვანესი რამ; my first priority ჩემი უპირველესი / მთავარი პრიორიტეტი; my top priority is to find somewhere to live ჩემი მთავარი პრიორიტეტია / მთავარი ამოცანაა, საცხოვრებელი ადგილი ვიპოვო; the government's priority is to build more power plants დამატებითი ელექტროსადგურების მშენებლობა მთავრობის პრიორიტეტია; to get one's priorities right / ამერ. straight / საკუთარი პრიორიტეტების განსაზღვრა; we need to get our priorities right საკუთარი პრიორიტეტები უნდა განვსაზღვროთ; the customer is high on our list of priorities კლიენტს მაღალი ადგილი უკავია ჩვენი პრიორიტეტების სიაში; with so little money available, repairs must remain a low priority ასეთი მწირი სახსრების ქონის პირობებში რემონტი ნაკლებად მნიშვნელოვან / დაბალპრიორიტეტულ საკითხად უნდა დარჩეს; 2. (over) უპირატესობა, უპირატესი მნიშვნელობა, პრიორიტეტი [იხ. აგრ. ⌇]; a young person who has finished the course will be given priority over one who has not ახალგაზრდას, რომელმაც კურსები გაიარა, უპირატესობა მიეცემა იმ ახალგაზრდასთან შედარებით, ვისაც ეს კურსები არ გაუვლია; banks normally give priority to large businesses when deciding on loans სესხების გაცემა-არგაცემის საკითხის გადაწყვეტისას ბანკები, როგორც წესი, უპირატესობას მსხვილ საწარმოებს ანიჭებენ ხოლმე; the search for a new vaccine will take priority over all other medical research ახალი ვაქცინის ძიებას უპირატესობა / პრიორიტეტი მიენიჭება ყველა სხვა სახის სამედიცინო კვლევასთან შედარებით; 3. პრიორიტეტულობა, რიგითობა (მნიშვნელობის მიხედვით); list your tasks in order of priority შენი დავალებები პრიორიტეტულობის / მნიშვნელობის მიხედვით დაახარისხე; strict priority was agreed შეთანხმდნენ მკაცრ რიგითობაზე; the priority of the various tasks of government სხვადასხვა სამთავრობო ამოცანათა პრიორიტეტულობა / რიგითობა; |
||||
![]() |
![]() |
|||
| prioritize | priority message |